ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 500 - 600
  • რუსული,ინგლისური
07 აგვ - 17 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ჩვენ შესახებ: 

სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 18 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით. "ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის  წევრია. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისისა და რეგიონების ოფისებში. 

სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

თანამდებობა:  ქოლ-ცენტრის ოპერატორი;  

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 40 სამუშაო საათი (მცოცავი სამუშაო საათები; თვეში 3-ჯერ ან 4-ჯერ 13 საათიანი ღამის მორიგეობა); 

ანაზღურება: ფიქსირებული ხელფასი - პირველი სამი თვის განმავლობაში 500 ლარი (ხელზე ასაღები), სამი თვის შემდეგ - 600 ლარი (ხელზე ასაღები). 

დამატებითი სარგებელი: ბონუსი; ჯანმრთელობის დაზღვევა (ექვსთვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ); მზარდი ფიქსირებული ანაზღაურება. 

ადგილმდებარეობა: თბილისი 0160, ბოჭორიშვილის ქ. 88/15 

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 16 აგვისტო, 2022 წელი 

 

ძირითადი პასუხისმგებლობები: 

  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება - კლინიკებთან, დაზღვეულებთან და დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია; 
  • სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა; 
  • გამავალი ზარების განხორციელება საჭირობისამებრ. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია სრული ან არასრული უმაღლესი განათლება, სამედიცინო მიმართულებით (ჯანდაცვა, ფარმაცია, სტომატოლოგია); 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • სასურველია რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად. 

 

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები: 

  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • ღამის ცვლაში მუშაობის უნარი; 
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა. 

 

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე:  cv@irao.ge ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე https://irao.ge/ka/career  

 
გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

 
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

 

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი