HR ბიზნეს პარტნიორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
07 აგვ - 16 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 18 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით. "ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის  წევრია. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისისა და რეგიონების ოფისებში. 

 

სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას HR ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე.

 

თანამდებობა: HR ბიზნეს პარტნიორი 

ადგილმდებარეობა: თბილისი 0160, ბოჭორიშვილის ქ. 88/15 

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 აგვისტო, 2022 წელი 

 

ვის ვეძებთ ჩვენ? 

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოს HR დეპარტამენტი ორიენტირებულია, შექმნას მაღალი სტანდარტის სერვისები თანამშრომლებისათვის და განავითაროს კორპორაციული კულტურა. ჩვენ ვეძებთ HR პროფესიონალს, რომელიც ორიენტირებულია განვითარებაზე, მზადაა საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად და არ უშინდება ახალ გამოწვევებს.  

ჩვენთან დაგხვდებათ გუნდი, რომელიც მუდმივად ეძებს ახალ შესაძლებლობებს, მუშაობს შედეგების გაუმჯობესებაზე და ჩართულია როგორც დეპარტამენტის, ასევე, კომპანიის მასშტაბით სტრატეგიულ, საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებში.  

თუ თქვენ ეძებთ HR-ის მიმართულებით ახალ გამოწვევებს, ირაო საუკეთესო ადგილია თქვენი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარებისათვის.  

 

ძირითადი პასუხისმგებლობები: 

  • HR სტრატეგიისა და მიზნების განსაზღვრაში ჩართულობა; 
  • HR-ის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა; 
  • გაყიდვების მიმართულების პარტნიორობა;  
  • თანამშრომელთა განვითარების მიმართულებით სისტემის გაუმჯობესება, მართვა და პროექტების განხორციელება; 
  • გაყიდვების მიმართულებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტაციების შემუშავება;  
  • თანამშრომელთა შეფასების სისტემების განვითარება და მართვა; 
  • ჩართულობა თანამშრომლების შერჩევისა და ონბორდინგის პროცესში;  
  • ახალი მიდგომების შეთავაზება და დანერგვა HR დეპარტამენტისა და მთლიანად კომპანიის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად; 
  • კომპანიის მიმდინარე მოთხოვნების შესაბამისად ანგარიშების მომზადება.  

 

ძირითადი პროფესიული/საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  

  • სავალდებულოა HRM მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • სასურველია უმაღლესი განათლება HRM-ის, ფსიქოლოგიის ან ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით;  
  • სასურველია გამოცდილება ტრეინინგების ჩატარების ან განვითარების მიმართულებით; 
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა. 

 

პიროვნული მახასიათებლები:  

  • კორპორაციული ცნობიერება;  
  • ინტერპერსონალური კომუნიკაციის მაღალგანვითარებული უნარები;  
  • პრეზენტირების უნარი;  
  • ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;  
  • მაღალი პასუხისმგებლობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • სხარტი აზროვნება. 

 

შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამდენიმეეტაპიან შერჩევის პროცესს ტესტირებით.  

თუ მზად ხართ ახალი გამოწვევისათვის და „ირაო“ ის ადგილია, სადაც გსურთ, განაგრძოთ პროფესიული განვითარება, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: cv@irao.ge  ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე https://irao.ge/ka/career;  

 
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

ადამიანური რესურსები
HR სპეციალისტი
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)