საცალო გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, მარნეული, თელავი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
07 აგვ - 17 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 18 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით. "ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის  წევრია. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისისა და რეგიონების ოფისებში. 

 

სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას  საცალო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

თანამდებობა: საცალო გაყიდვების მენეჯერი  

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 40 სამუშაო საათი 

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, მარნეული, თელავი 

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 16 აგვისტო, 2022 წელი 

 

ვის ვეძებთ ჩვენ: 

გაყიდვების გუნდის ახალ წევრს, რომელიც მზადაა გაყიდვების მიმართულებით საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად და არ უშინდება ახალ გამოწვევებს; რომელსაც აქვს მიღწევის მაღალი მოტივაცია, ორიენტირებულია განვითარებაზე და სურს საკუთარი ძალისხმევის და შედეგების შესაბამისი ანაზღაურების გამომუშავება (ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად).  

 

ძირითადი პასუხისმგებლობები: 

  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება; 
  • სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა; 
  • გაყიდვის პროცესის ადმინისტრირება; 
  • გაყიდვების გეგმის შესრულება; 
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურება. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია სადაზღვევო ან საბანკო სფეროში; 
  • საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა; 
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. 

 

 

თუ მზად ხართ ახალი გამოწვევისათვის და „ირაო“ ის ადგილია, სადაც გსურთ, განაგრძოთ პროფესიული განვითარება, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: cv@irao.ge ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე https://irao.ge/ka/career;  

გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.  

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

 

საბანკო
საცალო გაყიდვების მენეჯერი
მსგავსი განცხადებები