დისტრიბუტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 1000
  • 1 - 2 წლამდე
02 აგვ - 16 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

“დრესაპ ჯგუფი“ უკვე 28 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Tommy Jeans, Lacoste, Gant, Guess, Levi`s, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Greyder და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 43 მაღაზიით თბილისში, 6 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

 

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე:

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • მზარდი ბიზნესი;
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფიტნეს ბარათი;
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.

 

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება - ფიქსირებული 800 ლარიდან 1000 ლარამდე;
  • სამუშაო გრაფიკი - კვირაში 40 სთ, ორშაბათი-შაბათი (შაბათი მოკლე დღე);
  • სამუშაო ადგილი -  ქ.თბილისი, გუდაუთის ქ. #7.  

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • საწყობში შეკვეთების გამზადება წინასწარ გაწერილი რაოდენობების მიხედვით;
  • კომპანიის მაღაზიათა ქსელის მომარაგება გაწერილი გეგმის მიხედვით;
  • საწყობში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა (კოლექციის მიღება, დალაგება და ა.შ.);
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი საქმიანობა კომპეტენციის ფარგლებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება დისტრიბუტორის, მიწოდების ან საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კეთილსინდისიერება.  

 

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@dressup.ge  2022 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - „დისტრიბუტორი”.  

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
დისტრიბუცია