ტრენინგ კურსი გოგოები ცვლილებებისთვის
თბილისი
01 აგვ - 23 აგვ
სტარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

Deloitte Consulting Overseas Project LLC აცხადებს ტრენინგ კურსს გოგოები ცვლილებებისთვის

 

ქალების და გოგოების გაძლიერების ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, ევროპული ბიზნეს ასოციაციასთან და ბიზნეს ფედეარციასთან - „ქალები მომავლისთვის“ თანამშრომლობით იწყებს ახალგაზრდულ პროექტს “გოგოები ცვლილებებისთვის“.

 

პროექტის შესახებ: პროექტის ფარგლებში სტუდენტ გოგოებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ და აიმაღლონ ცოდნა ბიზნესის მართვის, ვაჭრობის, საინვესტიციო გარემოს შესახებ და განივითარონ ლიდერული უნარები პროფესიონალების დახმარებით. სესიები ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში დარგის ექსპერტების, ბიზნეს ასოციაციებისა და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით. სესიების დასრულების შემდეგ ყველაზე წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში და ბიზნეს ფედერაციაში „ქალები მომავლისთვის“.

 

პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია, გოგოების ხელშეწყობა ლიდერობისა და მართვის უნარების განვითარებაში, სტუდენტების ინფორმირება ვაჭრობის, საინვესტიციო გარემოს შესახებ.

 

ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა:პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტ გოგოებს საქართველოში მოქმედი ნებიმისემირი უნივერიტეტის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურიდან. პროექტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართულობა. პროექტისთვის შეირჩევა 30 საუკეთესო აპლიკაციის მქონე სრუდენტი. ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.

 

როგორ გავიაროთ რეგისტრაცია: მითითებულ ბმულზე შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 აგვისტოᲡარეგისტრაციო ფორმა  

 

პროექტის დაწყება და განხრძლივობა: 30 აგვისტო - 20 სექტემბერი 2022 . სესიები ჩატარდება კვირაში ორჯერ და გაგრძელდება 2 საათი.

 

მოკლე ინფორმაცია ორგანიზაციების შესახებ: ეკონომიკური მმართველობის პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 5-წლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. პროექტი თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, ბიზნეს ასოციაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყოს კერძო და საჯარო სექტორების დიალოგს და უზრუნველყოს საქართველოს კერძო სექტორის ჩართულობა ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

 

ევროპული ბიზნეს ასოციაცია აერთიანებს ევროპულ ბიზნესებს საქართველოში და ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნეს გარემოს განვითარებას. მისი მიზანია, საქართველოში

ევროპული ინვესტიციების შემოსვლის მხარდაჭერა და ქვეყანაში ევროპული ბიზნესების ადვოკატირება. ბიზნეს ასოციაციის ახალგაზრდული პლატფორმა მიზნად ისახავს საქართველოში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათ მხარდაჭერას ახალგაზრდული მეწარმეობისა და დასაქმების სფეროში.

ბიზნეს ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ - 75 სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ბიზნესლიდერ ქალს აერთიანებს და უზრუნველყოფს მათი საქმიანობის ეფექტურ ადვოკატირებას და კომუნიკაციას შესაბამის სუბიექტებთან. ასოციაციის ძირითადი მისიაა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ადგილობრივ - სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობის გზით წევრი სუბიექტების ინტერესების დაცვა. გარდა წევრების ინტერესების დაცვისა და ადვოკატირებისა, ფედერაცია ხელს უწყობს ეკონომიკური განვითარების პროცესში ქალის როლის გაძლიერებას და ქალ მეწარმეთათვის და ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთათვის განათლების, განვითარების და სწავლების უზრუნველყოფას ხელმძღვანელობის ყველა დონეზე.

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
ტრენინგ კურსები