შეკვეთების ოპერატორი
ზუგდიდი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
01 აგვ - 31 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი     „Majid Al Futtaim Retail“-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში სადაც 43,000 ადამიანია დასაქმებული.  

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.    

„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.  

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური)  გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას -  შეკვეთების ოპერატორის პოზიციაზე ზუგდიდში 

 

ძირითადი ფუნქციები: 

  • შეკვეთებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება/შემოწმება  წინასწარ განსაზღვრული წესების და სტანდარტების  მიხედვით. 
  • შეკვეთების შესაბამის პროგრამაში ასახვა და მომწოდებლებისთვის დროული მიწოდების უზრუნველყოფა/კონტროლი; 
  • კომპანიაში მიღებული სტანდარტების შესაბამისად შეკვეთებისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის ადმინისტრირება  
  • პროდუქციის ფასმაჩვენებლების რეგულარული კონტროლი; 

 

მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება  
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B1) 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა 
  • ანალიტიკური აზროვნება; დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშობის უნარი; 
  • დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად; 

 

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com  წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „შეკვეთების ოპერატორი ზუგდიდში“ 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. 

გისურვებთ წარმატებებს! 

წარმოება/ოპერაციები
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა