საწყობის სუპერვაიზორი
ზუგდიდი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
01 აგვ - 31 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი „Majid Al Futtaim Retail“-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში სადაც 43,000 ადამიანია დასაქმებული.

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას - საწყობის სუპერვაიზორის პოზიციაზე:

 

ძირითადი ფუნქციები:

  • პროდუქციის მიღება, დათვლა, აღრიცხვის კონტროლი;
  • პროდუქციის ვადების და ვარგისიანობის კონტროლი;
  • საწყობში ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • საწყობის თანამშრომლებისთვის სამუშაო განრიგის დაცვის უზრუნველყოფა/კონტროლი;
  • სამუშაოს შესრულების შესახებ თანამშრომელებისთვის უკუკავშირის მიწოდება და ახალი თანამშრომლების დატრენინგება

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B1)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • ანალიტიკური აზროვნება; დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშობის უნარი;

 

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, , გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „საწყობის სუპერვაიზორი ზუგდიდში“    

გისურვებთ წარმატებებს! 

გაყიდვები
სუპერვაიზერი