Retail/Sales Manager
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
01 აგვ - 27 აგვ
სტანდარტი
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია

HH Recruitment   (www.HH.ge)   აცხადებს შერჩევას რითეილ/გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიისთვის, საბანკო ტექნოლოგიებისა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების ინდუსტრიაში.

კომპანია წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის შვილობილ კომპანიას, რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. აღნიშნული კომპანია საქართველოში წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 60-ზე მეტი თანამშრომლით.
 

ძირითადი მოვალეობები

  • სალარო აპარატის პროგრამული გადაწყვეტილებების ბაზრის მონიტორინგი და ანალიზი
  • სალარო აპარატის პროგრამული გადაწყვეტილებების მომწოდებლების მონაცემთა ბაზის შექმნა/შენახვა
  • კომპანიის პროდუქციის და მომსახურების რეალიზაცია პოტენციურ და არსებულ კლიენტებზე, შეკვეთების განთავსებაზე და შესრულებაზე კონტროლი
  • არსებულ კლიენტებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება

 

ძირითადი მოთხოვნები

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება
  • აუცილებელია 2-3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის ან პროექტის მენეჯერის პოზიციაზე
  • აუცილებელია MS Office - ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

 

კომპანია გთავაზობთ

  • თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ)
  • მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში
  • დამატებით სპორტულ, დასასვენებელ და გასართობ ბენეფიტებს
  • მუშაობას მეგობრულ კოლექტივში
  • ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისთვის

     

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე „SEND CV” ღილაკზე დაჭერით.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის,

წარმატებას გისურვებთ!

 

კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
TOP მენეჯმენტი
პროექტის/პროგრამის მართვა
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი,
კომპიუტერული პროგრამები
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT პროექტების მენეჯმენტი,
საბანკო პროგრამები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
თბილისი
მსგავსი განცხადებები
თბილისი