არქიტექტორი/მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
11 აგვ - 31 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Odadezeen - ცნობილია  ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილებით არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში. ჩვენი გუნდი აერთიანებს მაღალკვალიფიციურ არქიტექტორებს, დიზაინერებს და მშენებლებს, რომლებიც გამოირჩევიან საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით. ამას ადასტურებს  ისეთი მაღალი დონის პროექტების წარმატებული განხორციელება, როგორიცაა კომერციული ფართი, ბინა, რესტორნს, ლანდშაფტი, სასტუმრო, სპა და  სხვა ველნეს სექტორები.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწევიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/odadezeen

 

პოზიციის დასახელება: არქიტექტორი/მენეჯერი

 

 არქიტექტურული სტუდიოს ესაჭიროება არქიტექტორი/მენეჯერი.


ადგილმდებარეობა: თბილისი

კატეგორია: არქიტექტურა

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

გამოცდილების დონე: სპეციალისტი

 

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

  • საპროექტო გუნდთან ერთად ესკიზე მუშაობა ( ესკიზის შედგენა და კონცეფციის განსაზღვრა ხდება მთავარი არქიტექტორის მიერ და განიხილება გუნდთან ერთად )
  • საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
  • მუშა ნახაზის შედგენა;
  • აზომვითი ნახაზების შესრულება და  ასახვა მიმდინარე პროექტზე ;
  • მშენებლობის პროცესში ობიექტის კოორდინაცია-ზედამხედველობა ;
  • პროექტის სრული კონსტრუქციული პროექტის გარჩევა კონტრუქტორთან ერთად გუნდური მუშაობა სწორი გადაწყვეტილებების მიღება და მიმდინარე პროექტზე ასახვა  გათვალისწინება;
  • არქიტექტურაში გამოყენებული საფასადე , გადახურვის თუ რამე სხვა მასალის ცხრილის შექნმა მომწოდებელთან ერთად დეტალურად განხილვა და კვანძებით და ზუსტი რაოდენობებით ასახვა;
  • 41 -ე დადგენილების ცოდნა და მორგება მიმდინარე პრექტზე ( ესქპერტიზის დაწერა ჩაითვლება ბენეფიტად )
  • ნებისმიერი საინჟინრო მომიჯნავე კომპანიებთან მოლაპარაკების წარმოება პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში და ნახაზობრივად ასახვა;
  • ბიმში მუშაობის გამოცდილება;
  • საქართველოში მოქმედი სამშენებლო კანონების ცოდნა;
  • ნებისმიერ მუნიციპალურ სამსახურში პროექტის კანონებში მორგება და შეთანხმება. მონიტორინგი შუალედურების და დროულად პროექტის შეფერხების გარეშე გასწორება/ შეთანხმება;
  • მენეჯერული უნარები პროექტის მართვის მიმართულებით;
  • სამუშაო წარმოების გრაფიკის მომზადება და დათქმულ ვადებში სამუშაოების შესრულება;
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ზედამხედველობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3-4 წელი; 
  • პროექტის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება ბენეფიტად;
  • ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი;
  • სფერო: არქიტექტურა;
  • ენები: ქართული და ინგლისური (რუსულის ცოდნა ჩაითვლება ბენეფიტად).  

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • არქიტექტურული პროგრამების ArchiCAD -ის უმაღლეს დონეზე ცოდნა , AutoCAD ის ცოდნა კარგად და რევიტის ცოდნა ჩაითვლება ბენეფიტად;
  • სამშენებლო ობიექტის მონიტორინგის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  • უნარები და პიროვნული თვისებები;
  • საკუთარი საქმისადმი ერთგული ადამიანი;
  • ორგანიზებული;
  • ლიდერული თვისებების მქონე;
  • განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • სიტუაციის გაანალიზებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტუნარიან სახელფასო რეინჯს;
  • მზარდ კომპანიას დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
  • პროფესიულ ზრდაში ხელშეწყობას;
  • სამედიცინო დაზღვევას.

 

ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

 

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@odahome.ge

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 30 აგვისტო,2022.

სამშენებლო, უძრავი ქონება
არქიტექტორი