ხარისხის კონტროლის მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 2 - 3 წლამდე
- რუსული,ინგლისური
01 აგვ - 31 აგვ
სტანდარტი


კომპანია "ჯი თი მოტორს"-ი, საავტომობილო ბრენდების - Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki, BMW და Mini - ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დილერის საოპერაციო სისტემაში ასახული ავტომობილის დეტალური მონაცემების სიზუსტის კონტროლი;
- სერვისის მიმღების მიერ ავტომობილის მიღებისას შედგენილი სავალდებულო დოკუმენტების სიზუსტის კონტროლი;
- პირველადი დათვალიერების პროცესის (eVHC) სიზუსტის კონტროლი;
- დილერის საოპერაციო სისტემაში ტექნიკოსის მიერ შესრულებული სამუშაოს დროისა და დადგენილი ნორმატიული დროის თანხვედრის კონტროლი;
- მექანიკური საამქროს მიერ წარმოებული დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
- ხარვეზების გამოსწორების მიზნით პერიოდული თათბირის ჩატარება და რეკომენდაციების შემუშავება (პრობლემების განხილვა, პრობლემების გამოსწორების გზების დასახვა და შედეგების მუდმივი კონტროლი)
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
- რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამის ცოდნა (MS Office);
- ავტომობილის საერთო მოწყობილობის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtmotors.ge და ელექტრონული წერილის Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
ავტო-მოტო სერვისი
სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
წარმოება/ოპერაციები
ხარისხის კონტროლი