IT მხარდაჭერის ინჟინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
02 აგვ - 31 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „ტელნეტი“  აქტიურად საქმიანობს  IT აუთსორს მომსახურების სფეროში და მომხმარებელს სთავაზობს სრულ IT  მხარდაჭერას კვალიფიციური  გუნდის დახმარებით.

„ტელნეტის“ უპირატესობა არის, IT სერვისების ერთ პროდუქტში გაერთიანება. კომპანიის წარმატება ეფუძნება, პროფესიულ ბიზნეს მიდგომას და შედეგებზე პასუხისმგებლობას.  შესაბამისად, ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც სრულიად გაიზიარებს ჩვენს მიზნებს, სტრატეგიასა და ღირებულებებს. ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ აქტიურ, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც მხარდაჭერა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ: https://telnet.ge/

 

"ტელნეტი" აცხადებს ვაკანსიას - "IT მხარდაჭერის ინჟინერის“ პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ნოდარ ბოხუას #4.

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30 სთ.

 

ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:

  • კომპანიაში შემოსული პირველი დონის აიტი პრობლემების დამუშავება და მოგვარება. ( ტელეფონით, წერილობით, დისტანციურად ან/და ფიზიკურად)
  • კომპიუტერების, პერიფერიული მოწყობილობების, პრინტერების და სკანერების ინსტალაცია და კონფიგურაცია.
  • კომპიუტერის აწყობა, კომპიუტერული ტექნიკის პრინტერთან და სკანერთან დაკავშირება, ოპერაციული სისტემის ინსტალაცია, მონაცემთა რეზერვირება.
  • პროგრამული და ფიზიკური ნაწილების ინსტალაცია / კონფიგურაცია.
  • სამომხმარებლო აპლიკაციების დაყენება (Microsoft Office, Adobe Reader, Winrar, … etc.)
  • ქსელური მოწყობილობების ინსტალაცია.
  • სატელეფონო სისტემების პროგრამული მხარდაჭერა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  IT ტექნოლოგიების ან/და ქსელური ინჟინერიის მიმართულებით განათლება ან სერტიფიცირება დარგში
  • აუცილებელია კომპიუტერული სისტემების და კომპიუტერული ქსელების ცოდნა.

 

უნარები:

  • ანალიტიკური, აზროვნების უნარი
  • ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი.
  • დეტალებზე ორიენტირებული.
  • დროის სწორად დაგეგმვისა და მართვის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruit@telnet.ge

სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: IT მხარდაჭერის ინჟინერი

 

გისურვებთ წარმატებას!

ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი