საგარანტიო მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური,რუსული
01 აგვ - 31 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ჯი თი მოტორს"-ი, საავტომობილო ბრენდების - Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki, BMW და Mini - ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საგარანტიო მენეჯერის პოზიციაზე. 

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155 
სამუშაო განაკვეთი: სრული 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • საგარანტიო შემთხვევების ზუსტი და დროული იდენტიფიცირება/შეფასება; 
  • საგარანტიო შემთხვევასთან დაკავშირებული სერვისის შეკვეთების სისწორის მონიტორინგი; 
  • საგარანტიო სერვისისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროული და ზუსტი წარმოება; 
  • საგარანტიო მომსახურების უზრუნველჰყოფა მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე; 
  • ავტო-სერვისის მუშაობის მონიტორინგი და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი; 
  • საგარანტიო სამუშაოების ზუსტი და დროული შეყვანა მწარმოებლის საგარანტიო სისტემაში სამუშაოების დროულად ანაზღაურების მიზნით; 
  • საგარანტიო აუდიტის პროცესში ჩართულობა და შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა; 
  • კონკურენტი კომპანიების მომსახურების ფასებსა და სხვა პირობების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი; 
  • საგარანტიო მომსახურების სრული ციკლის დროული და ზუსტი ასახვა და შესაბამისი რეპორტინგის წარმოება. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება (ფინანსური, ეკონომიკური ან ბიზნეს-ადმინისტრირების განხრით); 
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა; 
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა; 
  • MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა; 
  • ავტომობილის საერთო მოწყობილობის კარგად ცოდნა; 
  • საავტომობილო სფეროში მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა; 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:  

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა; 
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtmotors.ge და ელექტრონული წერილის Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებას! 

ავტო-მოტო სერვისი
სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
დაზღვევა
ავტოდაზღვევა