გაყიდვების კონსულტანტი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- მართვის მოწმობაB
- ინგლისური,რუსული
01 აგვ - 31 აგვ
სტანდარტი


კომპანია "ჯი თი მოტორს"-ი, საავტომობილო ბრენდების - Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki, BMW და Mini - ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის შოურუმში წარმოდგენილი ავტომობილების მახასიათებლების მაღალ დონეზე ფლობა;
- მომხმარებლის მომსახურების პროცესის მართვა კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- გაყიდვების პროცესის სრულად წარმართვა: მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და მასზე მორგებული ავტომობილის შერჩევა-შეთავაზება, ტესტ-დრაივის დაგეგმვა, რეალიზაციის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტალური ნაწილის მოწესრიგება, მომხმარებლის ინფორმირება საგარანტიო პირობებზე, ავტომობილის გადაცემა სათანადო მდგომარეობაში;
- ავტომობილის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა პოტენციური მომხმარბლების მოძიების და მათთან ეფექტური კომუნიკაციის გზით;
- ბაზარზე არსებული კონკურენტი კომპანიების შესახებ გარკვეული ინფორმაციის ფლობა: ღირებულება, მახასიათებლები, სუსტი და ძლიერი მხარეების შედარებითი ანალიზი;
- შემოსულ ზარებზე პასუხი და მომხმარებლის მაქსიმალური ინფორმირება როგორც გასაყიდ ავტომობილზე, ისე არსებულ მომსახურეობებზე და მოქმედ აქციებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია საავტომობილო სფეროში);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამის ცოდნა (MS Office);
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
- რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამის ცოდნა (MS Office);
- მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა სასურველია.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtmotors.ge და ელექტრონული წერილის Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი