სერვისის კონტროლერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური
01 აგვ - 31 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ჯი თი მოტორს"-ი, საავტომობილო ბრენდების - Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki, BMW და Mini - ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სერვისის კონტროლერის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155 

სამუშაო განაკვეთი: სრული 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • გეგმავს,  ორგანიზებას უწევს, ხელმძღვანელობს და აკონტროლებს სამუშაოს მიმდინარეობას; 
  • უზრუნველჰყოფს ავტომობილების დროულ, ხარისხიან და სრულ შეკეთებას;  
  • გეგმავს ტექნიკოსების სამუშაოთა შესრულების განრიგს და პრიორიტეტულ თანამიმდევრობას; 
  • მექანიკური საამქროს უტილიზაციის და ხელოსნების დატვირთულობის მაჩვენებლების სტანდარტებამდე მიყვანა; 
  • სერვისის მაჩვენებლების ყოველდღიური კონტროლი და გუნდისთვის გაცნობა; 
  • მექანიკური საამქროს მოწესრიგებულობა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველჰყოფა; 
  • დანადგარების უსაფრთხო გამოყენების კონტროლი და შესაბამისი ინსტრუქციების დაცვა; 
  • სამუშაო პროცესისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების ყოველდღიური გამოყენება და მასში შეყვანილი მონაცემების სიზუსტის უზრუნველჰყოფა; 
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან შეხვედრა და გასაუბრება; 
  • სერვისის მრჩეველის დროული ინფორმირება ავტომობილის შეკეთების დაგვიანების შემთხვევაში; 
  • პროცესების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და შესაბამისი ინიციატივების გამოჩენა. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამის ცოდნა (MS Office); 
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა; 
  • მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა სავალდებულოა; 
  • სასურველია ავტონაწილების კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია სამუშაო პროცესისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:  

  • კომუნიკაბელურობა; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • ლიდერული უნარები; 
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი; 

 

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtmotors.ge და ელექტრონული წერილის Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებას! 

 

 

 

 

ავტო-მოტო სერვისი
სხვა (ავტო-მოტო სერვისი)