ბარმენი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
01 აგვ - 31 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ბაზარი ორბელიანზე აცხადებს ვაკანსიას კოქტეილ ბარში ბარმენის პოზიციაზე:

 

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?

ბაზარი ორბელიანზე არის უნიკალური ადგილი საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ეს არის ახალი სივრცე, რომელიც გულისხმობს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან არსებული კოლმეურნეობის ბაზრის აღდგენის ახალ კონცეფციას. 

ბაზარი ორბელიანზე თანამედროვე ტიპის აგრარული ბაზრისა და კვების ჰოლის ინტეგრაციაა. ეს არ არის ტრადიციული სურსათის მაღაზია ან სუპერმარკეტი. აქ აგრარულ პროდუქტებთან ერთად გაერთიანებულია 35 სხვადასხვა მიმართულების რესტორანი - როგორც ქართული რეგიონალური, ასევე მსოფლიო წამყვანი სამზარეულოები. პროექტი განთავსებულია სამ სართულზე და მისი ფართობი შეადგენს 10,000 კვ.მ.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვეკუას 3ა

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მოემსახუროს სტუმრებს სწრაფად და თავაზიანად კვებისა და სასმელების მომსახურების სტანდარტების შესაბამისად
  • ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება
  • სალარო ოპერაციების შესრულება; 
  • IIKO სისტემაში მუშობა

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გმოცდილება ბარში ან რესტორანში
  • სხვადასხვა სასმელების შერევის ძირითადი პრინციპების ცოდნა
  • იდიალური კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ და რუსულ ენებს, როგორც სალაპარაკო, ასევე წერილობით.

 

უნარ-ჩვევები:

  • ენერგიული
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • იუმორის გრძნობა, პოზიტიური დამოკიდებულება
  • კომუნიკაბელურობა
  • პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა

 

საინტერესოდ ჟღერს? მაშინ რას ელოდები შემოუერთდით ჩვენს გუნდს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე (CV) ქართულ / ინგლისურ ენებზე:  hr@bazari.ge ელექტრონულ მისამართზე, გთხოვთ, საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (ბარმენი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აგვისტო. გაითვალისწინეთ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ბაზარი ორბელიანზე არის თანაბარი შესაძლებლობები დამსაქმებელი, რომელიც ცდილობს მრავალფეროვანი სამუშაო ძალის დაქირავებასა და ინკლუზიური კულტურის შენარჩუნებას მის სივრცეში, ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის, ვეტერანთა სტატუსის ან ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული სხვა უმცირესობების შერჩევის პროცესში.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით,  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისდ, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

 

სასტუმრო/რესტორანი/კვება
ბარმენი
მსგავსი განცხადებები
თბილისი