ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
01 აგვ - 31 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ბაზარი ორბელიანზე აცხადებს ვაკანსიას ფინანსების დეპარტამენტში ბუღალტრის თანამდებობაზე 

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ? 

ბაზარი ორბელიანზე არის უნიკალური ადგილი საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ეს არის ახალი სივრცე, რომელიც გულისხმობს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან არსებული კოლმეურნეობის ბაზრის აღდგენის ახალ კონცეფციას.  

ბაზარი ორბელიანზე თანამედროვე ტიპის აგრარული ბაზრისა და კვების ჰოლის ინტეგრაციაა. ეს არ არის ტრადიციული სურსათის მაღაზია ან სუპერმარკეტი. აქ აგრარულ პროდუქტებთან ერთად გაერთიანებულია 35 სხვადასხვა მიმართულების რესტორანი - როგორც ქართული რეგიონალური, ასევე მსოფლიო წამყვანი სამზარეულოები.

პროექტი განთავსებულია სამ სართულზე და მისი ფართობი შეადგენს 10,000 კვ.მ. 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვეკუას 3ა 

სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 19:00  

ანაზღაურება:   გამოცდილების შესაბამისად 

 

პოზიციის ძირითადი მოვალეობები: 

  • ძირითადი საშუალებების კოდირება მათი განთავსების და გამოყენების ობიექტების აღრიცხვა 
  • ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებების მომზადება,  
  • საანგარიშო პერიოდის დახურვა, 
  • საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება და მაკონტროლებელ და სხვა გარეშე პირებთან ურთიერთობა საბუღალტრო საკითხებზე 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი მსგავს პოზიციაზე, კვების ინდუსტრიის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად; 
  • Superfin პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველი) 
  • ბუღალტერიის საბაზისო ცოდნა; 
  • Excel-ის საბაზისო ცოდნა; 

 

უნარ-ჩვევები: 

  • ენერგიული 
  • დეტალებზე ორიენტირებული 
  • ცვალებად გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი 
  • კომუნიკაბელურობა 
  • პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა 

 

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე (CV) ქართულ / ინგლისურ ენებზე:  hr@bazari.ge ელექტრონულ მისამართზე, გთხოვთ, საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (ბუღალტერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.   

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აგვისტო.  გაითვალისწინეთ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

ბაზარი ორბელიანზე არის თანაბარი შესაძლებლობები დამსაქმებელი, რომელიც ცდილობს მრავალფეროვანი სამუშაო ძალის დაქირავებასა და ინკლუზიური კულტურის შენარჩუნებას მის სივრცეში, ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის, ვეტერანთა სტატუსის ან ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული სხვა უმცირესობების შერჩევის პროცესში.  

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით,  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისდ, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.  

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
მსგავსი განცხადებები
თბილისი
York Holding Group
თბილისი