კონკურსი-პროფესორის და ასოცირებული პროფესორის  ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური
06 აგვ - 31 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 2 36 91 60

თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე  აკადემიური პერსონალის - პროფესორის და ასოცირებული პროფესორის  ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

 

კონკურსი ცხადდება შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

საჯარო სამართალის მიმართულებით:

  • პროფესორი - 5;
  • ასოცირებული პროფესორი - 7;

კერძო სამართალის მიმართულებით:

  • პროფესორი - 5;
  • ასოცირებული პროფესორი - 7;

სამართლის საფუძვლების და მეთოდების მიმართულებით:

  • პროფესორი - 5;
  • ასოცირებული პროფესორი - 7;

 

ძირითადი და დამატებითი მოთხოვნები:

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად(აკადემიური ნიშნით):

  • დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
  • კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.

 

დამატებითი მოთხოვნები: უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

 

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

  • დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
  • კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.

დამატებითი მოთხოვნები: უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

პროფესორის/ასოცირებული პროფესორის  თანამდებობაზე არჩევა ხდება 4 წლის ვადით.

 

კომისია წარმოდგენილ დოკუმენტაციას აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით:

  • კონკურსანტის კვალიფიკაციის შესაბამისობა მის მიერ არჩეულ მიმართულებასთან;
  • სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და სტაჟი;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სტატიები) რაოდენობა,  შესრულების დონე ან/და დამსახურებული შეფასებები, რეცენზირება,  რედაქტორობა, საავტორო გამოგონებები;
  • სამეცნიერო კონფერენციებში, საგრანტო პროგრამებსა და საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო სამეცნიერო წოდებები;
  • საკონკურსოდ წარმოდგენილი სასწავლო კურსის სილაბუსი;
  • უცხო ენის ცოდნის დონე;
  • კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნის დონე.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • კონკურსანტის CV;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
  • სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (ბოლო 5  წლის განმავლობაში, წლების მითითებით);
  • შესაბამის სფეროში სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით მის მიერ არჩეული სასწავლო კურსის სილაბუსი (სილაბუსები);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 2 ცალი ფოტო - სურათი 3X4-ზე, ელექტრონულად CD დისკზე;
  • ბოლო პუბლიკაციის, ნაშრომის, წიგნის, მონოგრაფიის ეგზემპლარები ან ასლები;
  • სხვა ინფორმაცია.

 

კონკურსის ჩატარების  ვადა:

  • კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 1 აგვისტოდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 1 სექტემბრიდან 16 სექტემბრის  ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა)  -  2022 წლის 19 სექტემბერს;
  • კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება) - 2022 წლის 22 სექტემბერს  (კონკურსანტებს გასაუბრების დრო ეცნობებათ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე);
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2022 წლის 26 სექტემბერს.

 

საკონტაქტო რეკვიზიტები:

ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46.  ტელ: +995 2 36 91 60

info@freeacademy.edu.ge ;    tea.tulashvili@freeacademy.edu.ge

 

 

ტენდერი/კონკურსი
კონკურსი
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი