ანაზღაურებადი სტაჟირება მონტაჟის სპეციალისტი
თბილისი
  • სტაჟირება
06 აგვ - 31 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია «ნეოტექი» უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანიამ არსებობის მანძილზე წარმატებული საქმიანობით შეძლო უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე წამყვანი პოზიციების დაკავება, ხარისხზე ორიენტირებული კომპანიის სახელის მოპოვება და სამართლიანად ითვლება ამ ბაზარზე ლიდერ კომპანიად. კომპანიის საქმიანობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს ვიდეოსათვალთვალო, დაცვით-საგანგაშო და სახანძრო სიგნალიზაციების, ხანძარქრობის, საკონფერენციო, გახმოვანების, შეზღუდული დაშვების, სუსტ დენებზე დაფუძნებული სხვა სისტემების პროექტირება, მონტაჟი და ინსტალაცია. კომპანია უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი რამოდენიმე მსოფლიო ლიდერი ბრენდის ავტორიზებული დილერია და საქართველოში მათი პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს. კომპანიის მფლობელობაში არსებული მრავალი სერტიფიკატიდან აღსანიშნავია შემდეგი საერთაშორისო სერტიფიკატები:  

ხარისხის მენეჯმენტის ISO 9001:2015, რაც ადასტურებს კომპანიის მენეჯმენტის და სტრუქტურის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან;  

სამუშაო გარემოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მენეჯმენტის ISO 45001, რაც ადასტურებს კომპანიის მიერ შექმნილი შრომითი გარემოს შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან;  

კომპანია «ნეოტექი» დასაქმებულებს სთავაზობს სტაბილურ სამუშაო გარემოსა და პროფესიული ზრდის შესანიშნავ საშუალებას. 

კომპანიაში დასაქმების მსურველებს გთავაზობთ საშუალებას გაიაროთ ანაზღაურებადი სტაჟირება მონტაჟის სპეციალისტის პოზიციაზე. სტაჟირების წარმატების გავლის შემთხვევაში გექნებათ დასაქმების შესაძლებლობა.  

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი ბოხუას ქუჩა #4 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00 სთ; შაბათი 09:30– 13:00სთ; 

 

სტაჟირების განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ ჩართული იყოთ : 

  • სამონტაჟო ტექნიკური პროცესების შესრულებაში სტანდარტული საოპერაციო პროცედურების მიხედვით:   
  • აპარატურის მონტაჟის, დენის წყაროზე მიერთებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში;  
  • სამონტაჟო ჯგუფის კოორდინატორისგან მიღებული ნახაზისა და მითითებების შესაბამისად კაბელირების სამუშაოების შესრულებაში; 

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ელექტროხელსაწყოების მართვის ცოდნა; 
  • პროექტის ნახაზების კითხვის უნარი; 

 

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები: 

  • თავაზიანობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • შრომისმოყვარეობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • დროის მართვის უნარი; 

 

 
 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე(CV) ელ.ფოსტაზე: HR@Neotech.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ „მონტაჟის სპეციალისტი“ 
 
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას! 

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება