- სრული განაკვეთი
- დოქტორი
თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკადემიური პერსონალის - პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
კონკურსი ცხადდება შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:
მარკეტინგის მიმართულებით:
- პროფესორი - 1;
- ასოცირებული პროფესორი - 1.
ფინანსების მიმართულებით:
- პროფესორი - 1;
- ასისტენტ-პროფესორი - 1.
მენეჯმენტის მიმართულებთ:
- პროფესორი - 1;
- ასოცირებული პროფესორი - 1.
უცხო ენა. ინგლისური ენის მიმართულებით:
-
ასოცირებული პროფესორი - 1.
სამართლის მიმართულებით:
-
პროფესორი - 1.
ძირითადი და დამატებითი მოთხოვნები:
- პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- განათლება: დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
- გამოცდილება: სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
- უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.
- დამატებითი მოთხოვნები: უცხო ენის ცოდნა (სასურველია).
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- განათლება: დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
- გამოცდილება: სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
- უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.
- დამატებითი მოთხოვნები: უცხო ენის ცოდნა (სასურველია).
- ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- განათლება: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
- უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.
- დამატებითი მოთხოვნები: უცხო ენის ცოდნა (სასურველია).
- პროფესორის/ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ - პროფესორის თანამდებობაზე არჩევა ხდება 4 წლის ვადით.
კომისია წარმოდგენილ დოკუმენტაციას აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით.
- კონკურსანტის კვალიფიკაციის შესაბამისობა მის მიერ არჩეულ მიმართულებასთან;
- სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და სტაჟი;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სტატიები) რაოდენობა, შესრულების დონე ან/და დამსახურებული შეფასებები, რეცენზირება, რედაქტორობა, საავტორო გამოგონებები;
- სამეცნიერო კონფერენციებში, საგრანტო პროგრამებსა და საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობა;
- საერთაშორისო სამეცნიერო წოდებები;
- საკონკურსოდ წარმოდგენილი სასწავლო კურსის სილაბუსი;
- უცხო ენის ცოდნის დონე;
- კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნის დონე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- კონკურსანტის CV;
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
- სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (ბოლო 5 წლის განმავლობაში, წლების მითითებით);
- შესაბამის სფეროში სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით მის მიერ არჩეული სასწავლო კურსის სილაბუსი (სილაბუსები);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- 2 ცალი ფოტო - სურათი 3X4-ზე, ელექტრონულად CD დისკზე;
- ბოლო პუბლიკაციის, ნაშრომის, წიგნის, მონოგრაფიის ეგზემპლარები ან ასლები;
- სხვა ინფორმაცია.
კონკურსის ჩატარების ვადა:
- კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 1 აგვისტოდან;
- აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 1 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით;
- კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა) - 2022 წლის 19 სექტემბერს;
- კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება) - 2022 წლის 22 სექტემბერს (კონკურსანტებს გასაუბრების დრო ეცნობებათ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე);
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2022 წლის 26 სექტემბერს.
საკონტაქტო რეკვიზიტები:
ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 2 36 91 60
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: tea.tulashvili@freeacademy.edu.ge