1 c ოპერატორი
- სრული განაკვეთი
- 800 - 900
- ბაკალავრი
06 აგვ - 31 აგვ
სტარტი
სუპერმარკეტების ქსელი ,,დეილი“, რომელიც 8 წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და მუდმივად ვითარდება, აცხადებს ვაკანსიას 1 c ოპერატორის (ცენტრალიზებული შეკვეთების მენეჯერი) პოზიციაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ცენტრალიზებული შეკვეთების ორგანიზება;
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია და პირობებზე შეთანხმება;
- გლოვოსთან კომუნიკაცია და პარტნიორობა;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობა /დამუშავება;
- სხვადასხვა რეპორტების მომზადება , მათი ზუსტი და დროული წარდგენის უზრუნველყოფა უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- MS Excel-ის სრულყოფილად ცოდნა;
- 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი პირობა);
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსური/ეკონომიკური განხრით);
- გაყიდვების, სადისტრიბუციო ან სუპერმარკეტების ქსელში მუშაობას მიენიჭება უპირატესობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დაგეგმვა და ორგანიზებულობა;
- ეფექტური/დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- რისკების შეფასება-ანალიზის უნარი;
- ინიციატივის გამოვლენის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარასკევი 10:00-19:00
- სამუშაო ადგილი: ორხევი, ჩანტლაძის ქ. 40 (საქმის სრულყოფილად დაუფლების შემდეგ სამუშაო იქნება ძირითადად დისტანციურად)
- ანაზღაურება: პირველი 2 თვე 800-900 ლარი (ხელზე ასაღები)
- შენიშვნა: სამუშაო პროცესში პროფესიულ ზრდასთან ერთად გადაიხედება ანაზღაურება
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@daily.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
ბუღალტერია/ფინანსები
1C სპეციალისტი