მძღოლ-ექსპედიტორი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
  • 2 - 3 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
01 აგვ - 31 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს.“ბაგრატი“ წარმოადგენს  „სოფლის ნობათის“ ოფიციალურ დილერს. ეს არის სტაბილური კომპანია, რომელიც  2010 წლიდან  წარმატებით მოღვაწეობს და თანმიმდევრულად აფართოებს სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით.   კომპანიის საკადრო პოლიტიკა მიმართულია შიდა რესურსების განვითარებასა და გამჭვირვალე სამოტივაციო სისტემის შექმნაზე. 

კომპანია აცხადებს მძღოლ-ექსპედიტორის ვაკანსიას ქ. ქუთაისი. 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • საშუალო განათლება. 
  • მანქანის მართვის გამოცდილება 2-3 წელი. 
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • პროდუქციის ტრანსპორტირება. 
  • მანქანის ტექნიკური გამართულობის მეთვალყურეობა, სარემონტო სამუშაოების საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პირების დროული ინფორმირება. 

 

პიროვნული თვისებები: 

  • პასუხისმგებლიანი 
  • პრეზენტაბელური
  • შრომისმოყვარე 

 

პირობები: 

  • კარიერული ზრდის პერპსექტივა. 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: bagratihr@gmail.com განაცხადის მიღების  ბოლო ვადა  30  აგვისტო 2022წ.  დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მძღოლ-ექსპედიტორი ქუთაისში). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება. 

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. 

 

გისურვებთ წარმატებას! 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
დისტრიბუტორ-ექსპედიტორი