ოფისის მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- ინგლისური,რუსული
06 აგვ - 31 აგვ
სტარტი


„ჰიტეკო ჯგუფი“ არის სწრაფად მზარდი, წარმატებული სამშენებლო კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2018 წლიდან. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოების შესრულება, რომელიც იყოფა ორ ძირითადი მიმართულებად, ესენია:
- სამშენებლო მძიმე ტექნიკით მომსახურება;
- სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
კომპანიის მთავარი მიზანია მისი პროფესიონალი და კარგად ორგანიზებული გუნდით საქმე შეასრულოს შეთანხმებულ ვადებში, უმაღლესი ხარისხით.
სამშენებლო კომპანია ჰიტეკო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე
მოვალეობები:
- საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
- საოფისე მარაგების მართვა;
- კორესპონდენციის ორგანიზება;
- ელექტრონული ფოსტის სისტემატიური კონტროლი;
- საბუთების კონტროლი, მოწესრიგება;
- დოკუმენტაციისა და ოფიციალური წერილების შედგენა;
- საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
- პერსონალის საქმიანობის ორგანიზება და საკადრო საქმისწარმოება;
- სტუმართა მიღებისა და ღონისძიებების ორგანიზება;
- კომპანიის ადმინისტრაციის სხვა დავალებების შესრულება;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე);
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების MS Office ცოდნა - (შემოწმდება გასაუბრების დროსაც);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალური და მოწესრიგებული;
- ენერგიული და კომუნიკაბელური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ინიციატივიანი და სამართლიანი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრობლემების ანალიზისა და სწრაფად გადაჭრის უნარი;
პირობები:
- სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, კრწანისის ქუჩა 22/24
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00სთ. შაბათი - 10:00 – 14:00სთ
- ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის განათლება და გამოცდილებაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hitecogr@hitecogroup.com.ge და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის Subject- ში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "ოფისის მენეჯერი".
ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი