უფროსი ბუღალტერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 2000 - 3000
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
09 აგვ - დღეს
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ალიანს ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე ბათუმში.
ვფიქრობ, ვიცნობთ ერთმანეთს და თუ არა, გაგეცნობით: წარმატების ისტორია იწყება შემოქმედებითი ადამიანების თამამი იდეებით და გაბედული ნაბიჯებით. ასე დაიწყო კომპანია „ალიანს ჯგუფის“ ისტორიაც. 

"ალიანს ჯგუფი" გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის განხორციელებული და მიმდინარე პროექტები პრემიუმ კლასის, კომფორტული, კლიენტებისთვის და ქვეყნისთვის ეკონომიკურად მომგებიანი საცხოვრებელი კომპლექსებია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც მშენებლობისა და გამოყენებული მასალების ხარისხით, ასევე კომპლექსებში განთავსებული მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით. რეგიონის დეველოპერულ ბაზარზე პირველად "ალიანს ჯგუფმა" საკუთარ პროექტებში მსოფლიოში აღიარებული სასტუმრო ბრენდები - ამერიკული "ქორთიარდ ბაი მარიოტი" (Courtyard By Marriott), ასევე ამერიკული "ვინდემ გარდენი" (Wyndham Garden), "რამადა" (Ramada) და საქართველოში რიგით მერვე "მარიოტი" (Marriott). „ალიანს ცენტროპოლისი" ალიანს ჯგუფის მეხუთე მასშტაბური პროექტია. სადაც მსოფლიო სასტუმრო ბრენდი - „ჰაიატ ცენტრიკი" შემოვიდა.
თუ გსურს შემოუერთდე „ალიანს ჯგუფის“ გუნდს, გაეცანი ვაკანსიის აღწერილობას შესყიდვებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტში „უფროსი ბუღალტრის“ პოზიციაზე, ბათუმში. 

 

გვსურს განახორციელო

  • პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა პროგრამა ORIS-ში და დაარქივება;
  • მიღებული და გაცემული ზედნადებების/ანგარიშფაქტურების კონტროლი; 
  • დებიტორ-კრედიტორებთან შედარება და აქტების მომზადება;
  • მთავარი ბუღალტრის მხრიდან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;
  • ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
  • საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება;


თუ შენ ფლობ:

  • უმაღლესი აკადემიური განათლება
  •  მინიმუმ 3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება, აუცილებელია სამშენებლო სფეროში
  • საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, თვის მოგების გადასახადი) შევსების გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ფლობა; (Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა)
  • პროგრამა ORIS-ის ცოდნა.


ჩვენ გთავაზობთ:

  • მზარდ ანაზღაურებას, საწყის ეტაპზე 2000-3000 ლარის ფარგლებში

 

დამატებითი სარგებელი:

  • პრემია
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორაციული ნომერი

 

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება.

 

გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2022 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@alliancegroup.ge და სათაურის ვერში მიუთითეთ შემდეგი: “უფროსი ბუღალტერი“. ბოდიშს მოგიხდით არასრულყოფილი უკუკავშირისთვის, ვინაიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს. 
გისურვებთ წარმატებას!
 

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი),
მთავარი ბუღალტერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
York Holding Group
თბილისი