სისტემური პროგრამირების და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროგრამისტი-ტექნიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
29 ივლ - 28 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას სისტემური პროგრამირების და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის სამსახურის სისტემური პროგრამისტი-ტექნიკოსის პოზიციაზე;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება ან პროფესიული განათლება საინფორმაციო ტექნლოგიების მიმართულებით;
  • სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ახორციელებს სამუშაოებს მონაცემთა ცენტრში შემოსული ინფორმაციის ანალიზისა და ავტომატიზირებული დამუშავების უზრუნველსაყოფად,  კომერციული და სხვა ტიპის საწარმოო ამოცანების გადაჭრის ტექნოლოგიების დასანერგად.
  • მონაწილეობს მონაცემთა დამუშავების სისტემებისა და კომპიუტერული პროგრამული სისტემების დიზაინში.
  • ახორციელებს გამოთვლითი პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებულ მოსამზადებელ ოპერაციებს, აკონტროლებს მანქანების მუშაობას.
  • ადგენს ინფორმაციის დამუშავების ტექნოლოგიური პროცესის მარტივ დიაგრამებს, ამოცანების ამოხსნის ალგორითმებს, გადართვის სქემებს, განლაგებას, სამუშაო ინსტრუქციებს და მათთვის აუცილებელ განმარტებებს.
  • შეიმუშავებს მარტივი ამოცანების გადაჭრის პროგრამებს, ატარებს მათ გამართვას და სამუშაოს ცალკეული ეტაპების ექსპერიმენტულ შემოწმებას.
  • ასრულებს სამუშაოებს ტექნიკური მონაცემების მატარებლების მომზადებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემთა ავტომატურ შეყვანას კომპიუტერში, ნორმატიული და საცნობარო ფონდის ინდიკატორების დაგროვებასა და სისტემატიზაციაზე, გამავალი დოკუმენტების ფორმების შემუშავებაზე, საჭირო ცვლილებების შეტანასა და დროულ კორექტირებაზე, სამომხმარებლო პროგრამებზე.
  • მონაწილეობს ინფორმაციის დამუშავების ტექნოლოგიური პროცესის სხვადასხვა ოპერაციების შესრულებაში (შესული ინფორმაციის მიღება და კონტროლი, საწყისი მონაცემების მომზადება, ინფორმაციის დამუშავება, გამავალი დოკუმენტაციის გაცემა და მომხმარებლისთვის გადაცემა).
  • აწარმოებს ჩანაწერებს კომპიუტერული დროის გამოყენების, შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესახებ.
  • ასრულებს მისი უშუალო ხელმძღვანელის ინდივიდუალურ სამსახურეობრივ დავალებებს. 
  • არასტანდარტული ტექნიკური პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება;
  • სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საკითხის საქართველოს კანონმდებლობისა და კომპანიის შიდასამართლებრივი აქტების საფუძველზე გადაწყვეტა;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • დირექტორის კომერციულ და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებში, დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც ეხება სამსახურის საქმიანობას;

 

კომპიუტერული უნარ-ჩვევები:

  • ძირითადი ფორმალიზებული პროგრამირების ენები.
  • შესრულებული სამუშაოს რეპორტინგის მეთოდები.
  • შრომის კანონმდებლობის საფუძვლები.
  • ძირითადი ფორმალიზებული პროგრამირების ენები.
  • პროგრამირების საფუძვლები.
  • აპლიკაციის პაკეტებისა და მონაცემთა ბაზების შემუშავების პრაქტიკა;
  • სტანდარტული ალგორითმული ენები;
  • წინადადებების ჩამოყალიბება ანალიზის შედეგების გამოყენება
  • ანალიტიკური აზროვნების, გუნდური მუშაობის, სტრესულ გარემოში მუშაობის, კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარები;
  • ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
  • MS Word, MS Excel, MS Outlook

 

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

 

კონკურსში მონაწილეობისათვის  აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • რეზიუმე ქართულ ენაზე (CV); 

 

დასაქმების მსურველთა შერჩევის დროს, კომპანია გაითვალისწინებს covid-პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, როგორც კანდიდატის, ასევე  კომპანიის თანამშრომელთა და აბონენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

 ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

 

სამუშაო განრიგი:  09:00-18:00 საათამდე

ანაზღაურება შეთანხმებით

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ რეზიუმე  გამოაგზავნოთ ელ- ფოსტაზე: vacancies@te.ge  ( ელ - ფოსტის "subject" ველში აუცილებლად  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) ან  ჩააბაროთ კომპანიის მომსახურების ცენტრებში;

რეზიუმეს  შემოტანის ბოლო ვადაა  2022  წლის 30 აგვისტო;

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური  ვებ-გვერდით   https://www.te.ge

  გისურვებთ წარმატებებს!

ენერგეტიკა
ტექნიკოსი (ენერგეტიკა)
ინფორმაციული ტექნოლოგიები
ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)