სისტემური პროგრამირების და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის სამსახურის სისტემური პროგრამისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური
29 ივლ - 28 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას სისტემური პროგრამირების და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის სამსახურის სისტემური პროგრამისტის პოზიციაზე;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება ან პროფესიული განათლება საინფორმაციო ტექნლოგიების მიმართულებით;
  • სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კონსულტაციას უწევს კომპანიის ადმინისტრაციას კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.
  • ახორციელებს სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას, კონფიგურაციას და ოპტიმიზაციას და აპლიკაციის პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავებას.
  • კომპანიის ქვედანაყოფებისა და კორპორატიული ქსელის მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორებისთვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა;
  • სისტემური და გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზებისა და  გამართული ფუნქციონირების დარღვევების მიზეზების შესწავლა, მათი აღმოფხვრისა და პრევენციის წინადადებების შემუშავება, ავტომატური საინფორმაციო სისტემის ხარისხისა და სანდოობის გაუმჯობესების მიზნით;
  • კომპანიის საინფორმაციო სისტემაში დასანერგი  გადაწყვეტილებების მიღების ტესტირებაში მონაწილეობა და მონიტორინგი.
  • შეიმუშავებს, განიხილავს და ამტკიცებს  სამუშაოს გეგმა; 
  • არასტანდარტული ტექნიკური პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება;
  • სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საკითხის საქართველოს კანონმდებლობისა და კომპანიის შიდასამართლებრივი აქტების საფუძველზე გადაწყვეტა;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • დირექტორის კომერციულ და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებში, დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც ეხება სამსახურის საქმიანობას;

 

კომპიუტერული უნარ-ჩვევები:

  • მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად სავარაუდო მეთოდებისა და სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება.
  • აპლიკაციის პაკეტებისა და მონაცემთა ბაზების შემუშავების პრაქტიკა; კომპიუტერული გრაფიკისა და საექსპერტო სისტემები.
  • სტანდარტული ალგორითმული ენები;
  • ალგორითმის სიჭარბის და არასისრულის ამოცანები გადაჭრის ;
  • წინადადებების ჩამოყალიბება ანალიზის შედეგების გამოყენება 
  • ანალიტიკური აზროვნების, გუნდური მუშაობის, სტრესულ გარემოში მუშაობის, კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარები;
  • ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
  • MS Word, MS Excel, MS Outlook;

 

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

 

კონკურსში მონაწილეობისათვის  აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • რეზიუმე ქართულ ენაზე (CV); 

 

 

დასაქმების მსურველთა შერჩევის დროს, კომპანია გაითვალისწინებს covid-პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, როგორც კანდიდატის, ასევე  კომპანიის თანამშრომელთა და აბონენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

 ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

 

სამუშაო განრიგი:  09:00-18:00 საათამდე

ანაზღაურება შეთანხმებით

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ რეზიუმე  გამოაგზავნოთ ელ- ფოსტაზე: vacancies@te.ge  ( ელ - ფოსტის "subject" ველში აუცილებლად  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) ან  ჩააბაროთ კომპანიის მომსახურების ცენტრებში;

რეზიუმეს  შემოტანის ბოლო ვადაა  2022  წლის 30 აგვისტო;

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური  ვებ-გვერდით   https://www.te.ge

  გისურვებთ წარმატებებს!

ინფორმაციული ტექნოლოგიები
ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)