- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 3 - 5 წლამდე
- ინგლისური
შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის სამსახურის უფროსი სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ან პროფესიული განათლება საკომუნიკაციო და საინფორმაციო ქსელების ადმინისტრირების განხრით;
- სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
დამატებითი მოთხოვნები:
-
ინგლისური ენის ცოდნა ვერბალური და წერითი კომუნიკაციისთვის;
ძირითადი მოვალეობები:
- მონაცემთა დამუშავების ცენტრებში ინფრასტრუქტურის დაგეგმარება;
- სერვერების ფიზიკური და პროგრამული მართვა;
- ვირტუალიზაციის კლასტერების დაგეგმარება და მართვა;
- მონაცემთა სანახი სისტემების ფიზიკური და პროგრამული მართვა;
- IT ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სისტემის დაგეგმარება და მართვა;
- სარეზერვო სანახი სისტემის დაგეგმარება და მართვა;
- AD სისტემების დანერგვა;
- Mail სერვერების/სერვისის დაგეგმარება და მართვა;
- TLS სერტიფიკატების მართვა;
- CA სერვისის მართვა;
- WEB სერვერების დაგეგმარება და მართვა;
- Load Balancer დაგეგმარება და მართვა;
- Cloud გადაწყვეტილებებთან მუშაობა (AWS);
- დომეინების და DNS სერვერების დაგეგმარება და მართვა;
- პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების დაგეგმარება და მართვა;
- სხვადასხვა ინფრასტრუქტურული კომპონენტის დოკუმენტაციის მომზადება;
- პროგრამული და სერვერულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოვლენა, მათი სწორად იდენტიფიცირება და დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში მწარმოებელთან კომუნიკაცია;
- ინტერნეტ და სატელეფონო პროვაიდერებთან კომუნიკაცია;
- სხვადასხვა მიგრაციის სქემებზე მუშაობა;
- სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება;
კომპიუტერული უნარ-ჩვევები:
- IT ინფრასტრუქტურის სიღრმისეული ცოდნა;
- მონაცემთა სანახ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- ფიზიკურ სერვერებთან მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Active Directory მაღალ დონეზე ცოდნა;
- Linux OS Advanced (RHEL/Debian Based);
- Nginx & Apache Web Servers;
- Load Balancers (Nginx, F5);
- Veeam Backup & Replication;
- Microsoft SQL Servers (Basics);
- VMWare ESX;
- VMWare Vcenter;
- Docker/Docker Compose
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
-
რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
დასაქმების მსურველთა შერჩევის დროს, კომპანია გაითვალისწინებს covid-პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, როგორც კანდიდატის, ასევე კომპანიის თანამშრომელთა და აბონენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
- მეგობრულ გარემოს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 საათამდე
ანაზღაურება შეთანხმებით
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ- ფოსტაზე: vacancies@te.ge ( ელ - ფოსტის "subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) ან ჩააბაროთ კომპანიის მომსახურების ცენტრებში;
რეზიუმეს შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აგვისტო;
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებებს!