Service Desk ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
29 ივლ - 28 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის Service Desk ადმინისტრატორის პოზიციაზე; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

  • უმაღლესი განათლება;  
  • სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; 

 

დამატებითი მოთხოვნები: 

  • ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა; 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • უზრუნველყოფს მოქმედ აპლიკაციურ პროგრამაში ცვლილებების აღრიცხვას და განხორციელებას; 
  • აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დავალებების შესრულების ხარისხს და ვადებს, მათ შორის, კონსულტაციის, შემუშავების, ტესტირების, დოკუმენტაციისა და კომერციულ ექსპლუატაციაში განხორციელების ეტაპებს; 
  • უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების/ცვლის ყოველი ეტაპის დოკუმენტაციას და სამუშაოს დამკვეთამდე შედეგის მიწოდებას; 
  • აკონტროლებს და ითვალისწინებს დეპარტამენტის რესურსების განაწილებას პროექტებსა და ამოცანებს შორის; 
  • უწევს მომხმარებლებს მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას პროგრამული უზრუნველყოფის  გამოყენების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით; 
  • ადმინისტრირებას უწევს სერვისის მოთხოვნებს, ცვლილებებს, სამუშაო ბრძანებებს Service Desk პროგრამულ უზრუნველყოფაში; 
  • მონაწილეობს კომპანიის საინფორმაციო სისტემაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების, პრეზენტაციებისა და სამომხმარებლო დოკუმენტაციის მომზადებასა და მომხმარებლების ტრენინგის ორგანიზებაში; 
  • მონაწილეობას ღებულობს  სამსახურის  საქმიანობასთან დაკავშირებული მარეგულირებელ დოკუმენტების შემუშავებაში; 
  • მონაწილეობს სამსახურის მუშაობის დაგეგმვაში; 
  • უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ანგარიშების მასალების მომზადებას. 
  • დასახული მიზნების მისაღწევად ადმინისტრატორი ახორციელებს შემდეგ ქმედებებს: 
  • მხარდაჭერის სამსახურის უფროსისთვის ყოველთვიური ანგარიშების მომზადება, პროექტების და ორგანიზაციული და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება, ანგარიშების მომზადება მის ფუნქციურ მოვალეობებში შემავალ სხვა საკითხებზე; 
  • ინფორმაციის მიწოდება პროგრამული პროდუქტის მომხმარებლებსა და დეპარტამენტის თანამშრომლებზე პროგრამული უზრუნველყოფაში შეტანილი ცვლილებებისა და და სერვისების დამატების შესახებ, აგრეთვე   აპლიკაციაზე მუშაობის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, სამუშაო შეკვეთებზე, სერვისზე მოთხოვნისა და სერვის განყოფილებაში ცვლილებების შესახებ; 
  • პასუხისმგებელია Service Desk სისტემების გამართულ მუშაობასა და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. აკონტროლებს და არეგულირებს Service Desk სისტემების მუშაობას. მონაწილეობს სერვერული პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციასა და კონფიგურაციაში. უზრუნველყოფს სისტემის პერიოდული სარეზერვო ასლების შენახვას. ახორციელებს  რეგულარულ პროცედურებს: მონაცემთა მთლიანობის შემოწმებას, დარღვევის შემთხვევაში მონაცემთა მთლიანობის აღდგენას. ასრულებს განახლებების ინსტალაციას. ადასტურებს სისტემაში ცვლილებებს და მონაწილეობს მომხმარებლისთვის ინსტრუქციების დაწერაში. პასუხისმგებელია მომხმარებლების ტრენინგზე და კონსულტაციაზე. 
  • არასტანდარტული ტექნიკური პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება; 
  • სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საკითხის საქართველოს კანონმდებლობისა და კომპანიის შიდასამართლებრივი აქტების საფუძველზე გადაწყვეტა; 
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება; 
  • დირექტორის კომერციულ და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებში, დეპარტამენტის უფროსის ან/და სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც ეხება სამსახურის საქმიანობას. 

 

კომპიუტერული უნარ-ჩვევები: 

  • რეპორტების მომზადების, ინფორმაციული ტექნოლოგიების(IT) პროექტების ორგანიზებისა და ადმინისტრირებაში; 
  • MS Word; 
  •  MS Excel; 
  • MS Outlook; 
  •  ინტერნეტის გამოცდილი მომხმარებელი. სასურველია Service Desk-ის და ERP სისტემების ცოდნა; 

 

უნარ-ჩვევები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 

 

კონკურსში მონაწილეობისათვის  აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: 

  • რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);   

 

დასაქმების მსურველთა შერჩევის დროს, კომპანია გაითვალისწინებს covid-პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, როგორც კანდიდატის, ასევე  კომპანიის თანამშრომელთა და აბონენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

 

 ჩვენ გთავაზობთ: 

  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას; 
  • მეგობრულ გარემოს; 
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას; 

 

სამუშაო განრიგი:  09:00-18:00 საათამდე 

ანაზღაურება შეთანხმებით 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ რეზიუმე  გამოაგზავნოთ ელ- ფოსტაზე: vacancies@te.ge  ( ელ - ფოსტის "subject" ველში აუცილებლად  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) ან  ჩააბაროთ კომპანიის მომსახურების ცენტრებში; 

რეზიუმეს  შემოტანის ბოლო ვადაა  2022  წლის 30 აგვისტო; 

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური  ვებ-გვერდით   https://www.te.ge 

  გისურვებთ წარმატებებს! 

ინფორმაციული ტექნოლოგიები
ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)