შრომის უსაფრთხოების ასისტენტი
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1000
  • ინგლისური
01 აგვ - 28 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„კავკასფექი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების ასისტენტის პოზიციაზე რუსთავში .

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული: http://www.caucaspack.com/


ვაკანსიის დასახელება:  შრომის უსაფრთხოების ასისტენტი
სამუშაო ადგილი: რუსთავი
სამუშაო საათები: 09:00-18:00
სამუშაო დღეები : ორშაბათი - პარასკევი
ანაზღაურება: 1000 (NET)

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;

  • შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გამოცდილება (სასურველია)
  • შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გავლილი ტრენინგის/ტრენინგების დამდასტურებელი სერტიფიკატი
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);


უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;
  • მაღალი მოტივაცია და განვითარების სურვილი.


მოვალეობები:

  • წარმოებაში უსაფრთხოების ზოგადი ნორმების დაცვის უზრუნველყოფასა და შესაბამისი წესების დადგენაში მონაწილეობის მიღება;
  • თანამშრომლების შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენის პროცესში ჩართულობა;
  • შრომის უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილების გეგმის შემუშავება შრომის უსაფრთხოების მენეჯერთან ერთად;
  • ინციდენტების გამომწვევი ძირითადი მიზეზების ანალიზი და პრევენციული ზომების გატარების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • კომპეტენციის ფარგლებში კრიზისული სიტუაციების მართვა;
  • თემატური ტრენინგების ჩატარების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • შრომის უსაფრთხოების მენეჯერთან ერთად ჩართულობა შემდეგ პროცესებში: შენობების ელექტროუსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება და საევაკუაციო გეგმების შემუშავება; საწარმოო პროცესის უსაფრთხოება;
  • თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პირველადი დახმარების აღმოჩენა კომპეტენციის ფარგლებში;
  • გარემოსდაცვითი ღონისძიებების მართვასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში ჩართულობა;
  • ნარჩენების მართვა და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების პროექტების მომზადება შრომის უსაფრთხოების მენეჯერთან ერთად;
  • რეპორტების მომზადება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.


დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2022 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე : hr@caucaspack.com

ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი