თბომავლის მექანიკოსის თანაშემწე
სუფსა
  • სრული განაკვეთი
29 ივლ - 28 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე.  კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 50 ქვეყანაშია განთავსებული, 53000 თანამშრომელია დასაქმებული.

 

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის  შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 2 ცემენტის, 3 აგრეგატის, 14 ბეტონის მწარმოებელ ქარხანასა და 2 ტერმინალს ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.

 

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას თბომავლის მექანიკოსის თანაშემწის პოზიციაზე სუფსაში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • რკინიგზის გაბარიტების მდგომარეობის შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს ვაგონების მოძრაობის უსაფრთხოებას;
  • მატარებლის ფორმირება-განფორმირება;
  • მატარებლიდან ვაგონების ახსნა და მიბმა, ვაგონების მიწოდება-გამოყვანა დაცლა-დატვირთვის ლიანდაგიდან;
  • ვაგონების გადატანისას სადგურის მორიგის ინფორმირება;
  • სამანევრო სამუშაოების დაწყებამდე  სავალი გზის შემოწმება;
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებსა და რეგულაციების დაცვა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშობის  მინიმალური გამოცდილება;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა). 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - თბომავლის მექანიკოსის თანაშემწე (სუფსა)

გისურვებთ წარმატებას!

 

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართელოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

 

წარმოება/ოპერაციები
მექანიკოსი