საწყობის მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- 1 - 2 წლამდე
03 აგვ - 28 აგვ
სტარტი


სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას „საწყობის მენეჯერის“ პოზიციაზე თბილისში
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები :
- სამუშაო დროის და თანამშრომლებზე დავალებების სწორად განაწილება;
- საწყობში სამუშაო პროცესის წარმართვა, სანიტრული მდგომარეობის კონტროლი და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, უნიფორმები, პირადი და საწყობის ჰიგიენა);
- საწყობის ტერიტორიის დალაგებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
- თანამშრომელთა მხრიდან გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
- სასაწყობე ფართის სწორად დაგეგმვა-გამოყენება და საწყობში არსებული პროდუქციის მონიტორინგი (რაოდენობა, მდგომარეობა, სწორი განლაგება);
- საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება;
- პროდუქტის უსაფრთხო პირობებში განთავსების ორგანიზება და კონტროლი;
- ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი, როგორც პროდუქტის მიღებისას, ასევე გაცემისას;
- მარაგების კონტროლი და შევსება;
- წუნდებული პროდუქციის მართვა;
- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს.
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საწყობის მენეჯერის პოზიციაზე;
- წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება);
- შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
სასურველი უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლიანი;
- დისციპლინირებული;
- მოწესრიგებული;
- ენერგიული;
- შრომისმოყვარე;
- პუნქტუალური.
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურება - შეთანხმებით;
- სამუშაო გრაფიკი - სრული;
- განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2022 წლის 29 აგვისტო.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „საწყობის მენეჯერი თბილისი“.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი