ელექტრიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
03 აგვ - 28 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას “ელექტრიკოსის“ პოზიციაზე ქ. თბილისში.  

 

ძირითადი მოვალეობები:  

  • ელექტროგაყვანილობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • დანადგარების გამართულობის ზედამხედველობა,მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში); 
  • დანადგარების და მოწყობილობების სამონტაჟო-სარემონტო სამუშაოების შესრულება;  
  • ტექნიკური დოკუმენტაციის,ნახაზების და სქემების წაკითხვა და ანალიზი; 
  • დანადგარების ექსპლუატაციის პირობების დაცვა,გაუმართაობის აღრიცხვა ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება; 
  • ახალი ტექნიკის მიღება-ჩაბარების სამუშაოებში მონაწილეობის მიღება; 
  • პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის დანადგარების გამართულ მუშაობას; 
  • გაუწიოს რეკომენდაცია წარმოების ოპერატორებს პროდუქციის წარმოების პროცესში; 
  • ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი (დანადგართან მუშაობის) ახალ მიღებულ კადრებს; 
  • წარმოების პროცესში უზრუნველყოს ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრა შესაძლებლობისამებრ, მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელობას; 
  • მოამზადოს და წარუდგენოს ხელმძღვანელს ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიში; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია უმაღლესი განათლება და ელექტრიკოსის სერტიფიკატი; 
  • ელექტრული სქემების წაკითხვის უნარი და გამოცდილება; 
  • აუცილებელია ელექტრიკოსის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 

 

პიროვნული თვისებები:  

  • თავაზიანი; 
  • პასუხისმგებლიანი; 
  • დისციპლინირებული; 
  • პრეზენტაბელური; 
  • ენერგიული; 
  • შრომისმოყვარე; 
  • პუნქტუალური. 

 

დამატებითი ინფორმაცია:  

  • ანაზღაურება - შეთანხმებით; 
  • სამუშაო გრაფიკი - 3 დღეში ერთხელ, 24 საათი; 
  • კვება+დაზღვევა; 

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2022 წლის 29 აგვისტო. 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ „ელექტრიკოსი“.  

 

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს 

ენერგეტიკა
ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)