- სრული განაკვეთი
- 800 - 1200
- ბაკალავრი
- 2 - 3 წლამდე
- ინგლისური,რუსული


შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზებულია სამი მიმართულებით:
- წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია;
- არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია;
- გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი.
კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში. გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ დამწყებ და გამოცდილ კანდიდატებს! გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!
ვაკანსია: ავტო ნაწილების აღრიცხვის ოპერატორი
ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
10:00 – 14:00 (შაბათი)
ანაზღაურება: 800 – 1200 (დარიცხული)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ავტო-სერვისისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობისა და ფასების შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის პროგრამულად დარეგისტრირება;
- სერვისში არსებული პროცესების პროგრამული ასახვა;
- გაყიდვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და პროგრამაში ასახვა;
- პოზიციასთან დაკავშირებულია სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერულ წინსვლას;
- გრძელვადიან თანამშრომლობას.
კონკურსის ეტაპები:
- შესარჩევი სიის მომზადება;
- გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
- გასაუბრება გენერალურ დირექტორთან.
გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ავტო ნაწილების აღრიცხვის ოპერატორი".