საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • 2000 - 2000
  • საშუალო განათლება
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
08 აგვ - 28 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზებულია სამი მიმართულებით: 

  •  წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია; 
  •  არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია; 
  •  გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი. 

კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში. გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ დამწყებ და გამოცდილ კანდიდატებს! გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას! 

 

შპს "ავტოტექნო" აცხადებს ვაკანსიას  საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ვაკანსია: საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი 

ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი 

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)  

                                  10:00 – 14:00 (შაბათი)  

ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები) 

 

ძირითადი ფუნცია-მოვალეობები:    

  •  შესყიდვების, ლოგისტიკისა და საბაჟო პროცედურების  სრული ციკლის მონიტორინგი; 
  •  კომპანიის კუთვნილი სასაწყობე მეურნეობის, ელექტრო სისტემების, მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის მონიტორინგი;   
  •  სერვისის მომსახურების ჯგუფის მიმდინარე სამუშაოების მართვა, ვადებისა და ხარისხის მონიტორინგი; 
  •  დეპარტამენტის საქმიანობის წარმართვა და საჭირო საშტატო განრიგის განსაზღვრა;  
  • დეპარტამენტის განვითარების მიზნით ამოცანების ჩამოყალიბება და ხარჯების ბიუჯეტირება; 
  • დაქვემდებარებულთათვის ამოცანების, გეგმების დადგენა და თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;  
  •  კომუნიკაცია უცხოელ კოლეგებთან, სამუშაო პროცესის განვითარების მიზნით;  
  •  შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება მენეჯმენტისთვის;   
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი; 
  •  თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  •  სასურველია  უმაღლესი განათლება; 
  •  მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;  
  •  ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).   

 

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  •  დეტალებზე ორიენტირება; 
  •  დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;  
  •  გუნდურად მუშაობის უნარი.    

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  •  კარიერულ წინსვლას; 
  •  გრძელვადიან თანამშრომლობას.  

 

კონკურსის ეტაპები: 

  •  შესარჩევი სიის მომზადება; 
  •  გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან; 
  •  გასაუბრება გენერალურ დირექტორთან. 

 

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი". 

 

TOP მენეჯმენტი
საოპერაციო დირექტორი/COO
ავტო-მოტო სერვისი
სხვა (ავტო-მოტო სერვისი)