საწყობის მენეჯერის ასისტენტი
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 1200
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
08 აგვ - 28 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზირებულია სამი მიმართულებით: 

  • წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია; 
  • არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია; 
  • გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი. 

კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში. 

გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს! 

გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას! 

 

შპს „ავტოტექნო“ აცხადებს ვაკანსიას  საწყობის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე

 

ვაკანსია: საწყობის მენეჯერის ასისტენტი 

ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი 

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი), 

                                  10:00 – 14:00 (შაბათი)                                    

ხელფასი: 800-1200 (ხელზე ასაღები) 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • საწყობში არსებული პროდუქციის მუდმივი მონიტორინგი; 
  • ახალი პროდუქციის მიღების დროს ზუსტი აღრიცხვა და ორგანიზება; 
  • შეკვეთის შესაბამისად მომხმარებლის უზრუნველყოფა სასურველი პროდუქციით; 
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი; 
  • თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word). 

 

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • დროის ეფექტურად მართვა; 
  • დეტალებზე ორიენტირება; 
  • პუნქტუალურობა.  

 

ჩვენ გავაზობთ: 

  • კარიერული წინსვლა; 
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა. 

 

კონკურსის ეტაპები:  

  • შესარჩევი სიის მომზადება; 
  • გასაუბრება ორგანიზაციული განვითარების მენეჯერთან; 
  • გასაუბრება კომპანიის დირექტორთან.  

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „საწყობის თანამშრომელი“. 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. 

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ! 

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

ავტო-მოტო სერვისი
სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი