საკრედიტო ოფიცერი შიდა ქართლში
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
29 ივლ - დღეს
სტანდარტი


შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფემილი კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე შიდა ქართლში : ქ.გორი ქ. ხაშური
ძირითადი პასუხისმგებლობა-მოვალეობები:
- კომპანიის ცნობადობის გაზრდა/კლიენტების მოზიდვა;
- პოტენციური კლიენტებისათვის კრედიტის მისაღებად აუცილებელი პირობების გაცნობა;
- საკრედიტო განაცხადის მიღება/ანალიზი/დამუშავება;
- კლიენტის ბიზნესის ფინანსური ანალიზი და შეფასება;
- მომსახურების გაწევა ორგანიზაციის სტანდარტების დაცვით;
- ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები
- უმაღლესი განათლება ან სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობა. სასურველია ეკონომიკასა ან ფინანსებში;
- მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
- კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციური უნარები; მოლაპარაკების ეფექტურად დასრულების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- შედეგებზე ორიენტირებულობა
- თავდაჯერებული
- პოზიტიური
- განვითარებაზე ორიენტირებული
შერჩეული კანდიდატები საჭიროების მიხედვით გაივლიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლება/ტრენინგებს
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და მაღალანაზღაურებადი საბონუსე სისტემა.
დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 15 აგვისტომდე უნდა წარმოადგინონ რეზიუმე ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@familycredit.ge .
გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ „საკრედიტო ოფიცრის “ პოზიცია და ფილიალი, სადაც გსურთ მუშაობის დაწყება
საკონტაქტო ტელეფონები : +995 32 214 83 82; +995 32 214 01 01. +995 571 017 509
საბანკო
SME საკრედიტო ოფიცერი