- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 2 - 3 წლამდე
- რუსული,ინგლისური


კომპანია "MS GROUP" სამზარეულოს ჭურჭლისა და ტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია წარმატებით თანამშრომლობს როგორც კორპორატიულ კლიენტებთან, ასევე Horeca-ს ინდუსტრიასთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით უზრუნველვყოთ.
კომპანია "MS GROUP" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანს მარაგების ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის საწყობში არსებული პროდუქციის მარაგების სრული ციკლის დაგეგმვა და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი;
- საწყობში არსებული პროდუქციის მარაგების მართვა, ანალიზი და ოპტიმიზაცია;
- წინასწარ დადგენილი პერიოდულობით, მარაგების შევსებისა და ხარჯვის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და რეპორტის წარდგენა უშუალო ხელმძღვანლისთვის;
- კომპანიის მიერ მიღებული არაგეგმიური შეკვეთების, მარაგების გახარჯვისა და ნაშთების მონაცემების მონიტორინგი და ანალიზი;
- ხელმძღვანელთან ერთად ეფექტური საოპერაციო სტრატეგიების შემუშავება ;
- მარაგების ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება პროცესების გასამარტივებლად;
- გაყიდვების და საწყობის დეპარტამენტთან კოორდინებული მუშაობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანასების მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მარაგების დაგეგმვის ან/და ანალიტიკის მიმართულებით)
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
- APEX -ის მაღალ დონეზე ცოდნა.
- უცხო ენის (რუსული ან/და ინგლისური) ენის ცოდნა;
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა.
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა
სამუშაო ადგილი: ვარკეთილი, კალოუბნის კვარტალი #7
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 საათი. შაბათ კვირას დასვენება
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@ms-group.ge
გისურვებთ წარმატებას!