სატელეფონო კვლევის ინტერვიუერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 500 - 500+ ბონუსი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
05 აგვ - 16 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“   აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო კვლევის ინტერვიუერის პოზიციაზე თბილისში. 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი 

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ფიქსირებული განრიგი, დღეში 8 საათი. 

ნახევარი განაკვეთი - კვირაში 5 დღე, მცოცავი განრიგი, დღეში 4 საათი. 

ანაზღაურება სრულ განაკვეთზე: 500 ლ + ბონუსები 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • სატელეფონო გამოკითხვების ჩატარება, წინასწარ შედგენილი კითხვარების მიხედვით; 
  • შესაბამისი რეპორტების წარმოება; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სავალდებულოა უმაღლესი  განათლება/ ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია განათლება სოციალური მეცნიერებების მიმართულებით); 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 

  • გამართული მეტყველება; 
  • კლიენტებსა და მომსახურებაზე ორიენტაცია; 
  • ორგანიზებულობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:   15 აგვისტო 2022 წ. 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე:  dartvacancy@gmail.com  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი’  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. 

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.  

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება. 

 

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს. 

 

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მკვლევარი/ინტერვიუერი