სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
- სეზონური/დროებითი
03 აგვ - 28 აგვ
სტარტი


სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაოს ტიპი: დროებითი ხელშეკრულება
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის (4%);
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე
სამუშაო აღწერილობა- არქივის მიმართულება
ძირითადი მოვალეობები:
- შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული წესით თანამშრომლებისგან დოკუმენტაციის მიღება
- მიღებული დოკუმენტაციის რევიზია მისი კომპეტენციის ფარგლებში და დასაარქივებლად მომზადება
- ცენტრალურ არქივში განსათავსებელი დოკუმენტაციის დასკანერება, მხოლოდ იმ შემთხვევებში რაც გათვალისწინებულია არქივის წარმოების შესახებ პროცედურით.
- ადმინისტრაციის ასისტენტისთვის მოწოდებული დოკუმენტაციის გარე არქვში (დასტა) გაგზავნა
- გარე არქივის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია
- თანამშრომლის მოთხოვნის და/ან კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე გარე არქივიდან დოკუმენტაციის გამოთხოვა (ასლების/დედნების სახით)
- ცენტრალური არქივის წარმოების მიზნებისთვის კომპანიის თანამშრომლებისგან მიღებული დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმება და ყველა საჭირო დოკუმენტის წარმოება/ხელმოწერა
- კომპანიის კუთვნილ ავჭალაში მდებარე არქივის ზედამხედველობა
- სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა და წერითი უნარები
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)