საკრედიტო ადმინისტრაცია - სტაჟიორი
- სტაჟირება
- ინგლისური,რუსული
03 აგვ - 28 აგვ
სტარტი


სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში საკრედიტო ადმინისტრაცია - სტაჟიორი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაოს ტიპი: დროებითი ხელშეკრულება
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის (4%);
- თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე
ძირითადი მოვალეობები:
- ლიზინგის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის, მათ შორის ლიზინგის, ნასყიდობის და უზრუნველყოფის ხელშეკრულებების მომზადება (ცვლილებების და/ან დამატების შეტანა), სამართლებრივი ანალიზი;
- საკრედიტო ოქმის მიხედვით წარმოსადგენი დოკუმენტაციის კონტროლი და სისრულეში მოყვანა;
- კლიენტის მიერ წარმოსადგენი იურიდიულ დოკუმენტაციების განსაზღვრა, კოორდინაცია/კონტროლი;
- ლიზინგის ტრანზაქციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის და შინაარსის გარიგებების შედგენა, სამართლებრივი ანალიზი და მათი სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან და კომპანიის სტანდარტებთან;
- კლიენტებისა და მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება;
- გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულებების და მათი თანმხლები დოკუმენტების თავმოყრის, ფაილინგის სრულყოფა და არქივაცია და ელექტრონული არქივის წარმოება;
- ლიზინგის ხელშეკრულებების და მათი თანმხლები დოკუმენტების აღრიცხვა, მონიტორინგი და არქივისთვის გადაცემა;
- სალიზინგო ტრანზაქციის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულების და ვალების აღრიცხვა;
- სამუშაო გეგმების დროულად და სრულყოფილად შესრულება;
- წარმომადგენლობა საჯარო სტრუქტურებთან - შსს მომსახურების სააგენტო/საჯარო რეესტრი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა და წერითი უნარები
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)