მძღოლ-ექსპედიტორის თანაშემწე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800
  • საშუალო განათლება
  • მართვის მოწმობაA,B,C
29 ივლ - 28 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეხუთე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2022 ევროპასა და საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მძღოლი-ექსპედიტორის თანაშემწის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  ექსპედიტორის დახმარება კლიენტებისათვის მზა პროდუქციის მიწოდებაში კომპანიის სტანდარტების, მარშრუტისა და შეკვეთის შესაბამისად.
  •  მიწოდების პროცესში პროდუქციის უსაფრთხოების დაცვა (სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა, ტვირთის სწორი განთავსება, ჩატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი).
  •  ავტოტრანსპორტის ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზრუნვა.
  •  შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა

 

კანდიდატის პროფილი:

  • განათლება - საშუალო
  •  მართვის მოწმობა: B კატეგორია აუცილებელი, C კატეგორია სასურველი
  •  ა/მანქანის მართვის გამოცდილება
  • გამართული კომუნიკაციის უნარი
  •  გუნდური მუშაობის უნარი

 

რას გთავაზობთ?

  •  განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა
  •  კონკურენტული ანაზღაურება - 800 ლარი ფიქსირებული + ცვლადი დანამატი
  •  ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
  •  ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)

 

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: delivery_cau@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
დისტრიბუტორ-ექსპედიტორი