საბაჟო ოპერაციების სტაჟიორი
თბილისი
  • სტაჟირება
  • 500 - 500
  • ბაკალავრი
  • მართვის მოწმობაB
  • რუსული,ინგლისური
29 ივლ - 28 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს 200-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". 

 

PepsiCo უკვე ზედიზედ მეხუთე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2022 ევროპასა და საქართველოში. ეს ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკებისა და პროცესების დანერგვისა და განხორციელებისათვის.  

შემოგვიერთდი როგორც საბაჟო ოპერაციების სტაჟიორი და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე სხვადასხვა დავალებებზე, მიიღე პრაქტიკული გამოცდილება და განავითარე სხვადასხვა უნარები პროფესიონალთა გუნდთან ერთად!   

 

რა ამოცანებია შესასრულებელი:   

  • საბაჟო ოპერაციების ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობა; 
  • ტვირთების მიღებისა და განბაჟების პროცესებში აქტიური დახმარება; 
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; 
  • პირველადი ტრანსპორტირების გუნდის წევრთა დახმარება სხვადასხვა დავალებების შესრულებაში 

 

ვის ვეძებთ:   

  • უმაღლესი განათლება სასურველია სატრანსპორტო გადაზიდვების, ლოგისტიკის ან მსგავსი მიმართულებით, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი/კურსდამთავრებული 
  • ქართული ენის თავისუფლად ფლობა, რუსული ენის ცოდნა B2+ დონეზე, ინგლისური სასურველია 
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა/ ავტომანქანის პრაქტიკული მართვის გამოცდილება  
  • MS Office პროგრამების ცოდნა  
  • მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი  
  • სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებობა (40 სთ/კვირაში) 

 

რას გთავაზობთ:   

  • პეპსიკოს პროფესიონალთა გუნდთან ერთად მუშაობასა და მხარდაჭერას   
  • წვდომას პეპსიკოს უნიკალურ სასწავლო პლატფორმებსა და პროგრამებზე  
  • სტაბილურ ანაზღაურებას - 500 ლარი  
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 
  • ტრანსპორტირებას (მ/ს ისანი) 
  • კვებას 

 

დაინტერესდი? 

  

გამოგზავნე რეზიუმე მისამართზე career.caucasus@pepsico.com 10 აგვისტომდე, მიუთითე ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში და მიიღე მონაწილეობა კონკურსში.  

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას  კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე  იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. 

 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საბაჟო