რობოტიქსის მასწავლებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
03 აგვ - 28 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას რობოტიქსის მასწავლებლის პოზიციაზე

 

სკოლის შესახებ:

ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.

 

პოზიციის მიზანი:

საერთაშორისო სექტორის მოსწავლეებისთვის რობოტიქსის სწავლება და კომპეტენციის ფარგლებში სილაბუსით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასწავლო პროგრამის მიზნებისა და ინდიკატორების შესაბამისი სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხო და მოსწავლის ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა;
  • სემესტრული სილაბუსებისა და თემატური გეგმის შედგენა; შეფასების რუბრიკების შექმნა და შეფასების სტრუქტურის შესახებ მოსწავლეების მუდმივი ინფორმირება;
  • სასწავლო პროგრამის შესაბამისი მეთოდების გამოყენება; მოსწავლეთა ასაკობრივი და სხვა ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, სასწავლო მეთოდების შერჩევა და სასწავლო პროცესის წარსამართად მათთვის აუცილებელი რესურსების მიწოდება;
  • სასწავლო პროგრამით/სილაბუსით გათვალისწინებული მიზნების შესრულების მონიტორინგი და შეფერხების შემთხვევაში დროული რეაგირება;
  • გაკვეთილების დაგეგმვა, ჩატარება და საგაკვეთილო პროცესის მართვა;
  • მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე ზრუნვა; ნებისმიერი პრობლემის /შეფერხების შემთხვევაში დროული რეაგირება; დამრიგებლის, დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მშობლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
  • მოსწავლეთა ცოდნის შეფასების მიზნით შემაჯამებელი დავალებების მომზადება;
  • დავალებების შედეგების ანალიზი, რეფლექსია, მოსწავლეებისთვის დროული და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
  • სასწავლო და პერსონალური პროექტების დაგეგმვა-განხორციელება;
  • საჭიროებისამებრ მოსწავლეებისთვის დამატებითი გაკვეთილების ჩატარება;
  • იმ კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვა, შესრულება და განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს სილაბუსით გათვალისწინებული პროგრამის შესწავლას;
  • საჭიროებისამებრ მშობლებთან მოსწავლეთა აკადემიური მდგომარეობის ინდივიდუალური განხილვა;
  • ელექტრონული ჟურნალის წარმოება: საშინაო დავალებების შეტანა, საჭიროების შემთხვევაში თითოეულ მოსწავლეზე რეპორტების დაწერა, მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა, კომენტარების სახით დოკუმენტაციის წარმოება;
  • დეპარტამენტის  ხელმძღვანელის  ინფორმირება  სასწავლო  გეგმის  მიმდინარეობისა  და შესრულების შესახებ;
  • საგნის პორტფოლიოს სრულყოფილი წარმოება;
  • კომპტენეციის ფარგლებში მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

 

კვალიფიკაცია

განათლება

  • ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში;
  • სასურველია მაგისტრის ხარისხი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.

 

ცოდნა, უნარები, და სხვა შესაძლებლობები:

  • Arduino-სა ან სხვა მიკროკონტოლერებთან მუშაობის გამოცდილიება;
  • პროგრამირების ნებისმიერ ენაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უპირატესად მიიჩნევა ბავშვებისთვის სწავლების გამოცდილება;
  • კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

 

კომპიუტერული პროგრამები:

  • საოფისე პროგრამები
  • გრაფიკული რედაქტორები (Corel Draw, Illuatrator)
  • ვიზუალური პროგრამირება (Scratch, Mbot)
  • Tinkercad
  • სასურველია HTML, CSS, JavaScript
  • სასურველია FABLAB-ის დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კრეატიულობა;
  • თვითგანვითარებისთვის მზაობა;
  • სტრესის მართვის უნარის ფლობა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • გუნდური მუშაობის უნარის ფლობა.

 

სამუშაო პირობები:

სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-17:00, შესვენება 1 საათი სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ირ. სხირტლაძის #2

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი CV ელ. ფოსტის მისამართზე:vacancy@europeanschool.ge  

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მეცნიერება/განათლება
სკოლის მასწავლებელი