დამლაგებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
03 აგვ - 28 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის თანამდებობაზე

 

ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.

პოზიციის მიზანი: ევროპული სკოლის ტერიტორიაზე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვქ.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  •  სკოლის ადმინისტრაციულ შენობაში მთელი დღის განმავლობაში სისუფთავის კონტროლი; ოთახების დაგვა-დასუფთავება, ფანჯრების გაწმენდა, სველ წერტილებში სათანადო წესრიგის უზრუნველყოფა;
  •  საკლასო ოთახებისა და კაბინეტების დალაგება მოსწავლეთა და მასწავლებელთა გრაფიკის შესაბამისად;
  •  კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ზოგადი განათლება

 

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

  •  სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  •  პუნქტუალურობა;
  •  დისციპლინირებულობა;
  •  პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა;
  •  აკურატულობა.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge 

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

დასუფთავება
დამლაგებელი