სკოლამდელი აღზრდის ცენტრის სპეციალური საჭიროების მასწავლებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
03 აგვ - 28 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპსევროპული სკოლა აცხადებს ვაკანსიას სკოლამდელი აღზრდის ცენტრის სპეციალური საჭიროების მასწავლებლის თანამდებობაზე

 

სკოლის შესახებ:

ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.

 

პოზიციის მიზანი:

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა, ინდივიდულურად ან ჯგუფურად, მისი ან მათი სწავლის შედეგების გაუმჯობესების და სხვადასხვა უნარების განვითარების მიზნით

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სსსმ მოსწავლეების იდენტიფიცირება სკოლაში/სკოლამდელი აღზრდის ცენტრში და შეფასება
  • სსსმ მოსწავლეებთან ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაოებების დაგეგმვა და განხორციელება
  • ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმის შედგენა, განხორციელება და მონიტორინგი
  • მშობლის და მასწავლებლის მხარდაჭერა
  • საჭიროების შემთხვევაში ჯგუფური შეხვედრების ორგანიზება მასწავლებლებთან და მშობლებთან
  • სსსმ მოსწავლეების ინდივიდუალური მხარდაჭერა საგაკვეთილო პროცესში (საჭიროების შემთხვევაში)
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა, ინდივიდულურად ან ჯგუფურად, მისი ან მათი სწავლის შედეგების გაუმჯობესების და სხვადასხვა უნარების განვითარების მიზნით
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება

  • ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით;
  • სასურველია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის სწავლების სპეციალიზებული პროგრამა/ინკლუზიური სწავლების პროგრამა (120 საათიანი ტრენინგი) ან უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა

 

გამოცდილება

  • სასურველია 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფსიქოლოგიური მიმართულებით.

 

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

  • ბავშვის უფლებათა კონვენცია;
  • მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი;
  • ფსიქოლოგის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების სწავლების სტრატეგიები;
  • სკოლამდელ და სასკოლო ასაკში სწავლებისა და განვითარების სტანდარტები;
  • ინგლისური ენის  ცოდნა;
  • სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა.

 

კომპიუტერული პროგრამები:

  • Microsoft Office (word, power point)

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • კეთილგანწყობილობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge

 

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

 

მეცნიერება/განათლება
სკოლამდელი განათლება,
სპეც. განათლება