სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელოვნების მასწავლებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
03 აგვ - 28 აგვ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპსევროპული სკოლა აცხადებს ვაკანსიას სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელოვნების მასწავლებლის თანამდებობაზე

 

სკოლის შესახებ:

ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.

 

პოზიციის მიზანი: აღსაზრდელებისთვის ხელოვნების შესწავლა.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ოფიციალური სასწავლო პროგრამის მიხედვით საგაკვეთილო პროცესის წარმოება და სასწავლო ცხრილის განხორციელება;
  • აღსაზრდელებისთვის ხელოვნების სწავლება მათი წარმოსახვის, იმპროვიზაციისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენის მიზნით;
  • აღსაზრდელებში მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, მხატვრული განვითარების ხელშეწყობა სხვადასხვა თანამედროვე სასწავლო და შემოქმედებითი აქტივობების გამოყენებით;
  • ჯგუფური და საჭიროებისამებრ, ინდივიდუალური მეცადინეობების ჩატარება;
  • თანამედროვე კლასგარეშე რესურსებით აღსაზრდელების უზრუნველყოფა მათი სრულყოფილი განვითარებისთვის; მათი შემოქმედებით პროცესში სრული ჩართულობის წახალისება;
  • აღსაზრდელების მშობლებთან კომუნიკაცია ინფორმაციის მიწოდების მიზნით და საჭიროებისამებრ, კონსულტაციების გაცემა;
  • აღზრდის ცენტრის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
  • საჭიროების შემთხვევაში ყოველკვირეული ანგარიშების წარდგენა სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მენეჯერისთვის;
  • ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი ყოველწლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპტენციის ფარგლებში აღსაზრდელების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
  • კომპტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება

  • ბაკალავრის დიპლომი პედაგოგიურ სფეროში ან ხელოვნებაში

 

გამოცდილება

  • სკოლამდელი ან სასკოლო დაწესებულებაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

 

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

  • მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
  • ბავშვის უფლებათა კონვენცია;
  • ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტი;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია დამატებითი უცხო ენის ცოდნა.

 

კომპიუტერული პროგრამები:

  • Microsoft Office;

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • კეთილგანწყობილობა;
  • ყურადღებიანობა;
  • დაკვირვებულობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge 

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

 

მეცნიერება/განათლება
სკოლამდელი განათლება
ხელოვნება/მედია
მხატვარი,
ხელოვნებათმცოდნეობა