კატეგორიის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
29 ივლ - 28 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „ევროპროდუქტი“, ქართულ ბაზარზე, 17 წლის წინ გამოჩნდა. თავიდან, მხოლოდ სადისტრიბუციო კომპანია იყო და ადგილობრივ მაღაზიებს, თუ ქსელებს ევროპული პროდუქციით ამარაგებდა. დროთა განმავლობაში, მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების განსაკუთრებული ნდობა მოიპოვა და ბევრი მათგანისგან ექსკლუზიური იმპორტის უფლება მიიღო.

2014 წელს „ევროპროდუქტმა“ თბილისში პირველი სუპერმარკეტი გახსნა. დღეს კი, ის საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში 33 ფილიალითაა წარმოდგენილი. ბრენდის მაღაზიებში წამყვანი ევროპული ბრენდების 2000-მდე სახეობის პროდუქტია ხელმისაწვდომი.

„ევროპროდუქტი“ ზრდას უწყვეტად განაგრძობს – გეგმავს არა მხოლოდ ქსელის გაფართოებას, არამედ ქართველი მომხმარებლისთვის პრემიუმ ხარისხისა და ჯანსაღი ევროპული პროდუქტების ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას. მისი საბოლოო მიზანი კი, საქართველოში კვების სტანდარტის შექმნაში თავისი წვლილის შეტანაა.

დეტალური  ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

 

ამჟამად, შპს „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის თანამდებობაზე;

 

სამუშო ადგილი:  ქ. თბილისი, ავჭალა;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული შეთავაზებების განხილვა და დამუშავება;
  • მომწოდებლებთან წლის ბიუჯეტის დაგეგმარება;
  • გაყიდვების დაგეგმვა/სტიმულირება;
  • ევროპროდუქტის მაღაზიათა ქსელში გაყიდვების სტიმულირების მიზნით ქსელთან კომუნიკაციის პროცესის მართვა;
  • კატეგორიაში შესყიდვების, გაყიდვების და მარაგების ანალიზი;
  • ფასთაწარმოქმნის ანალიზი, კონკურენტების ანალიზი;
  • იმპორტირებული პროდუქციის ვადების და ნაშთების პროგრამული კონტროლი;
  • მაღაზიათა ქსელში პლანოგრამების დაცვის მონიტორინგი.

 

 ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს სფეროში);
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია ბუღალტრული პროგრა  APEX-ის  ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების (Excel) ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებული.
  • პუნქტუალურობა;
  • მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.

 

კომპანია „ევროპროდუქტი“ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა „კატეგორიის მენეჯერი“,  წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ევროპროდუქტი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

 

„ევროპროდუქტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

გაყიდვები
კატეგორიის მენეჯერი