- სრული განაკვეთი
- 500 - 600+ ბონუსი
- ინგლისური,რუსული


კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში.კომპანია 9 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი:ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა.სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები.მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.
კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას ტანსაცმლისა და კოსმეტიკის სექციის კონსულტანტის პოზიციაზე ქ.თბილისში.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისში
გრაფიკი: 5 დღე სამუშაო, 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: 500–600 (საბონუსე სისტემა)
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
- მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
- მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა;
- მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოთი ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.