ოფისის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 1000+ ბონუსი
  • ინგლისური,რუსული
29 ივლ - 28 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

უძრავი ქონების საბროკერო კომპანია ნიქსი ახალგაზრდა, დინამიური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. 

საქართველოს ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა და გეგმად დიდი მიზნები აქვს დასახული. 

 

უძრავი ქონების საბროკერო კომპანია ნიქსი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

 

მოთხოვნები: 

  •  მენეჯერულ  პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ; 
  •  საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ; 
  •  რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ; 
  •  სასურველია გაყიდვების სფეროში გამოციდლება; 

 

მოვალეობები:  

  •  ოფისის გამართულად  მუშაობის უზრუნველყოფა;   
  •  ყოველდღიური/ყოველთვიური რეპორტინგი ხელმძღვანელთან; 
  •  თანამშრომლების მოტივაცია/ გუნდის ხელმძღვანელობა; 
  •  გაყიდვების გეგმის შესრულების მიზნით საჭირო ღონისძიებების    ჩატარება თანამშრომლებთან; 
  •  საქმიანი შეხვედრების კონტროლი - მომსახურების ხარისხის დადგენის მიზნით; 

 

უნარ-ჩვევები: 

  •  პრეზენტაბელურობა ; 
  •  კომუნიკაბელურობა ; 
  •  პუნქტუალურობა ; 
  •  ორგანიზებულობა ; 
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  •  მაღალი სამუშაო დისციპლინა; 
  •  პოზიტიური ; 

 

პირობები: 

  •  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-დან 19:00-მდე ; 
  •  შაბათს   11:00-დან 15:00-მდე; 
  •  ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი / მესამე თვიდან 1000 ლარი + ბონუსები ; 
  •  ოფისის ადგილმდებარეობა - აკაკი წერეთლის  გამზირი , N 116 ; 
  •  ოფისში გელოდებათ მეგობრული, პროფესიული და კეთილმოწყობილი გარემო. 

 

ჩვენი მისამართებია :             

  • ბიზნეს ცენტრი დიდუბე პლაზა (წერეთლის 116) 
  • ბიზნეს ცენტრი გორგასალზე (გორგასლის 4ა) 

 
 
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე nixinfo2022@gmail.com   სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. 

გისურვებთ წარმატებას! 

ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი
გაყიდვები
უძრავი ქონება