პროდუქტების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 1800
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
08 აგვ - 28 აგვ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „აგროტექნო“ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ლიდერ მიმწოდებელ კომპანიას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის პარტნიორები არიან ჩინეთის, ინდოეთის, თურქეთის და ევროპის უმსხვილესი მწარმოებლები.  

„აგროტექნო“ გთავაზობთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას. ხარისხიანი ტრაქტორების, მოსავლის ამღებებისა და მისაბმელი აღჭურვილობის ფართო არჩევანს საუკეთესო ფასად. 

გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს! 

გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას! 

 

შპს „აგროტექნო“ აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსია: პროდუქტების მენეჯერი 

ადგილმდებარეობა: თბილისი (კახეთის გზატკეცილი) 

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 

ხელფასი: 1500-1800 ლარი (NET) 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • კომერციული წინადადებების შექმნა; 
  • მომწოდებელ ქარხნებთან მუდმივი კომუნიკაცია; 
  • ახალი მომწოდებლების და ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქტების მოძიება;  
  • აგროტექნიკის მიმართულებით სხვადახვა ტიპის დანადგარების მოძიება და საბაზრო ღირებულებების დადგენა; 
  • კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება; 
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია უმაღლესი განათლება; 
  • სავალდებულოა აღნიშნულ და/ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B2 დონე); 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).   

 

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • დროის ეფექტურად მართვა; 
  • დეტალებზე ორიენტირება; 
  • კრეატიულობა; 
  • ინიციატივიანობა; 
  • პუნქტუალურობა.  

 

ჩვენ გავაზობთ: 

  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა; 
  • პროფესიული და პოზიციური ზრდა. 

 

კონკურსის ეტაპები:  

  • შესარჩევი სიის მომზადება; 
  • გასაუბრება ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან; 
  • გასაუბრება გენერალურ დირექტორთან. 

 

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@at.com.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „პროდუქტების მენეჯერი“. 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. 

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ! 

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას! 

წარმოება/ოპერაციები
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა