სუ-შეფი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 3000 - 3400
  • 5 - 7 წლამდე
13 აგვ - 28 აგვ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„წისქვილი ჯგუფი“ ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისსა და წყნეთში წარმოდგენილ, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არც თანამედროვე ტენდენციებს ჩამორჩება და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს ჩვენს ფილიალებში. კომპანიას, მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით, არსებობის დღიდან აქვს მიღებული საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯილდოები (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)

და მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ დიდ გუნდში გვაქვს სუ-შეფის  ვაკანტური პოზიცია.

 

სამუშაო ადგილი: დიღომი, წყნეთი.

გრაფიკი: 8 საათიანი ცვლები, კვირაში 1 დასვენების დღე

ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე (3000-იდან 3400 ლარამდე)

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საჭირო ნედლეულის ნაშთის ყოველდღიური შემოწმება;
  • მიღებული ნედლეულის ხარისხისა და შენახვის პირობების მონიტორინგი;
  •  სამუშაო სივრცეებში განთავსებული დანადგარებისა თუ მოწყობილობების ტექნიკური და ვიზუალური მონიტორინგი;
  •  სამზარეულოს პერსონალის სამუშაო დღის დაგეგმვა და მიმდინარე პროცესების გადანაწილება;
  •  კერძების მომზადების პროცესში, მზარეულების მხრიდან, წინასწარ გაწერილი რეცეპტურის, ტემპერატული, აგრეთვე ჰიგიენური ნორმების დაცვისა და გამოსაყენებელი ნედლეულის ხარისხის კონტროლი;
  • ტექნოლოგიური ბარათების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
  •  საშტატო განრიგის შედგენა და დასწრების მონიტორინგი;
  • ახალი თანამშრომლის მომზადების პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი;
  • თანამშრომლებისათვის დეტალური ინსტრუქტაჟის ჩატარება სამუშაო სივრცეებში განთავსებული დანადგარებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის, აგრეთვე უსაფრთხოების წესების შესახებ.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • აუცილებელია სამზარეულოში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება.
  •  უპირობოდ აუცილებელია 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება შეფ-მზარეულის პოზიციაზე;
  •  კულინარიული პრაქტიკებისა და სამზარეულო ინგრედიენტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  •  ქართული სამზარეულოს და ტრადიციული კერძების მომზადების წესის სრულფასოვნად ცოდნა;
  •  გუნდისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი/გამოცდილება აუცილებელია.
  •  პრიორიტეტი მიენიჭება კულინარიული განათლების მქონე კანდიდატს.

 

 

პიროვნული თვისებები:

  •  პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  ემპათიის უნარი დაქვემდებარებულ პერსონალთან მიმართებაში;
  •  დინამიკურ პროცესებთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
  •  რამდენიმე საკითხზე - პარალელურ რეჟიმში ფოკუსირების უნარი;
  •  გუნდის მოტივირების უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  •  ორგანიზებულობის ძალიან დახვეწილი თვისება.

 

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
შეფ-მზარეული
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
თბილისი